LXVI თავი

27 1 0
                                    


     დილით სმენა შეიცვალა და მარი დასაძინებლად სახლში წავიდა.

     საღამოს მარი მობილურის ზარმა გააღვიძა... ნიკა ურეკავდა...

– ალიო გისმენ,–უპასუხა გოგონამ ნამძინარევი ხმით.

– არ მითხრა რომ ისევ გძინავს,–უსაყვედურა ნიკამ.

– დილით დავიძინე ვერ შევძელი ადრე გაღვიძება.

– ადექი, გაემზადე და რვა საათზე გელოდები მეტროსთან.

– კარგი, გამოვფხიზლდები, გავემზადები და გამოვალ.– უხალისოდ უპასუხა მარიმ და გაუთიშა.

     შვიდი საათი გამხდარიყო... მარი კი ზოზინობდა, ნახევრად გამზადებული კი წასასვლელად ფეხს ითრევდა. გამოიპრანჭა, მაკიაჟი გაიკეთა და რვა საათი ხდებოდა სახლიდან რომ გავიდა, აგვიანებდა... თავისუფლების მეტროსთან ცხრის ნახევარი იყო რომ მივიდა. ეგონა, ნიკა განრაზდებოდა და აღარ დაელოდებოდა. ექსკალატორზე აუჩქარებლად ამოვიდა, მეტროდან გარეთ გავიდა და აუღელვებლად, ნახევრად სიბნელეში, ხალხის მასაში ნიკას თვალიერება დაიწყო. ნიკა დანახვისთანავე ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა, ჩაეხუტა და თბილად გადაკოცნა.

– სად ხარ ამდენ ხანს–უსაყვედურა ბიჭმა– კინოს ვეღარ მივუსწრებთ, ალბათ სეასი უკვე დაწყებულია.

– ბილეთები ნაყიდი ხომ არ გქონდა?–შეწუხდა მარი.

– ნაყიდი არა. მაშინ ამირანში წავიდეთ, იქნებ იქ გადიოდეს ცხრა საათიანი სეანსი.–ნიკამ ხელი ჩაჰკიდა და ჩქარი ნაბიჯით მარი გაიყოლა, შემდეგ კი წელზე შემოჰხვია მკლავი და მაგრად მიიკრა. ნიკა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, შავი ატლასის პერანგი, მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და მოხდენილი ფეხსაცმელი ეცვა. ეტყობოდა ბევრი უცდია, რომ მეტად მიმზიდველი ყოფილიყო, თუმცა ეს სრულიად არც სჭირდებოდა, რადგან ბუნებრივი ხიბლი არ აკლდა.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now