ფოტო სესიამ წარმატებით ჩაიარა... როდესაც ფოტოები დაიბეჭდა, მარის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არ სჯეროდა ფოტოებზე რომ თავად იყო, არ ეგონა თუ განათებას და ობიექტივს ასეთი სასწაულების მოხდენა შეეძლო.
ამ ფოტო სესიის შემდეგ მარი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ სანდროს მორიგ დაპატიჟებაზე უარი არ უნდა ეთქვა. რამოდენიმეჯერ ქალაქში სასეირნოდაც კი გაჰყვა. ცდილობდა მასთან არ ესაუბრა, თავს არიდებდა, რადგან მისი ტიპაჟი მარის გემოვნებას არ შეესაბამებოდა. გოგონას დათო კი ისევ უიმედოდ უყვარდა. მიუხედავად იმისა, მარიმ კარგად იცოდა რომ მისი სიყვარული ილუზია იყო, მაგრამ მასზე ფიქრი არ ასვენებდა. დათო თუ არა, თავისი მეორე ნახევარი მეტი თუ არა არანაკლები არ წარმოედგინა.
მარი ლამაზი გოგონა იყო და უნივერსიტეტშიც გვერდს გულგრილად ვერავინ უვლიდა.
ერთი დღეც იყო და სპორტის დარბაზიდან გამოსულს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი წამოეწია. მან მისი გაცნობა მოინდომა, მაგრამ მარი ყველას უგულებელყოფდა. როცა ვაჟი მიხვდა, რომ მისი ეს ტაქტიკა არ გაჭრიდა, მაშინ მან სხვა ხერხს მიმართა. დაუახლოვდა მარის ნაცნობებს და მათი მხრიდან შეეცადა მასთან დაახლოება.
მას თემო ერქვა და სამხატრო აკადემიაში სწავლობდა... იგი საკმაოდ მხიარული ადამიანი აღმოჩნდა, ყოველთვის ახერხებდა მარის გახალისებას... ხშირად კაფეებში და ბუნებაში, პიკნიკზე ეპატიჟებოდა. ხელოვანი ბიჭი იყო, იგი ცდილობდა რომ ყოველი შეხვედრა განსაკუთრებული ყოფილიყო. მარის უნივრსიტეტშიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, ცდილობდა რომ მას სხვა არავინ მიკარებოდა. გოგონა ძალიან უყვარდა, ეს გრძნობა ყოველ მის მზერაში და ქცევაში გამოიხატებოდა. მაგრამ მარიმ მისი შეყვარება სამწუხაროდ ვერ შეძლო. თემო კარგი ადამიანი იყო, თუმცა მარის ოცნების მამაკაცი არ იყო, მაგრამ როგორც მეგობარი ძალიან უყვარდა.
ერთ დღეს თემომ მარის დახმარება სთხოვა. მას გამოცდები ეწყებოდა და საკმაოდ რთული ნამუშევარი ჰქონდა დასახატი, მაგრამ მარის დევნაში მისი დასრულება ვერ მოასწრო. ერთადერთი გამოსავალი მისი გამოცდიდან განთავისუფლების იქნებოდა, თუ იგი ცოლით წარსდგებოდა ლექტორის წინაშე. მარი ამ შემოთავაზებას ხალისით დათანხმდა, გაუხარდა კიდეც მისი დახმარება ამ სახით თუ შეიძლებოდა.
წყვილი აკადემიის კიბეებს აუყვა. თემო აუდიტორიაში შეევიდა, მარი კი დერეფანში დარჩა... რამოდენიმე წუთის შემდეგ თემო და ლექტორი გამოვიდნენ და მარისკენ დაიძრნენ. ლექტორი რაც მეტად უახლოვდებოდა მარის, მით უფრო მეტად ეღიმებოდა, მარის ხელზე აკოცა და თემოს არჩევანი მოუწონა, წყვილს გაბედნიერება მიულოცა და თემოს ნახტე მუშაობა ჩაუთვალა. ახალგაზრდებმა მოლოცვისთვის და გამოცდის ჩაბარებისთვის მადლობა გადაუხადეს და გახარებულები წამოვიდნენ. ამის აღსანიშნავად კი რესტორანში დასხდნენ. გზაში მიმავალთ თემომ სიყვარულით გადახედა მარის, ალბათ გულმა უგრძნო და ასეთი სიტყვები უთხრა:
- შეიძლება ჩვენ ვერასოდეს დავქორწინდეთ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, იმისათვის რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გერქვა „ჩემი ცოლი".
მათმა ურთიერთობამ დიდხანს არ გასტანა. მარის თემო არ უყვარდა, თუმცა დიდ პატივს სცემდა. არც თემო იშურებდა მისთვის რაიმეს. თითქმის ყოველ კვირას დღესასწაულს უწყობდა. მასთან ყოფნის ურთიერთობის დროს მარიმ ბევრი სპექტაკლი ნახა, თემომ იმ დროისთვის ყველა პრესტიჟული ადგილი ანახა. იგი უზომოდ ბედნიერი იყო მხოლოდ იმით, რომ მარი მის გვერდით იმყოფებოდა.