იმავე ზაფხულს მარიმ სახელმწიფო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უნივერსიტეტიც დაამთავრა.
გოგონა ბოლო თვეში იყო და სამშობიაროდ ემზადებოდა, დედასთან უნდოდა სოფელში წასვლა, რათა მშვიდათ მოემშობიარებინა.
ლანამ ამდენი თვეების დუმილი დაარღვლია და მარის ოთახში შევიდა, მიხვდა თავის დანაშაულს. ბოდიში მოუხადა და ბედნიერი მშობიარობა უსურვა.
სოფელში მამა საბოლოოდ დაბრუნებულიყო სახლში, მაგრამ უარესად იქცეოდა. ცოლ-შვილს აბრალებდა მაშინდელ მის ახირებას და მეორე ცოლის მოყვანას. ნინა ამ ყველაფერს შესაშური მოთმინებით ითმენდა. რატომ? ან რისთვის? იმიტომ რომ ძალიან, ფანატიკურად უყვარდა ქმარი და უნდოდა ოჯახი ჰქონოდა.
მარის არც სოფელში ჰქონია სიმშვიდე. ყოველ საღამოს მამისგან ახალი, მორიგი სკანდალის მოლოდინში აღამებდა. ერთხელ მარისაც კი გამოედევნა და მუცელში ჩარტყმით ემუქრებოდა, გოგონამ სახლიდან გაქცევა მოასწრო და ღამე ბებიასთან გაათია.
ამ დროს, სად იყო სანდრო? სახლში და მშვიდათ ეძინა. რა აზრი ჰქონდა მისთვის რაიმეს თქმას?! მის სიტყვას არც სიმამრთან ჰქონდა ფასი, იმიტომ რომ ეს ასე თვითონ, თავისი ქცევით დაიმსახურა.
ასეთ ყოფაში ერთი თვე გავიდა...
მარის ძალიან დიდხანს გაუგრძელდა ორსულობის პერიოდი, თითქმის ათი თვე ...
სანდრო წინა დღეს ჩამოვიდა სოფელში, სანამ მარი იმშობიარებდა, ალბათ გული უგრძნობდა...
მარის ღამის სამ საათზე ასტკივდა მუცელი. გააღვიძა ქმარი, დედა... ტკივილი მატულობდა, გოგონა ადგილს ვერ პოულობდა. როგორც თვითონ იტანჯებოდა და ტკივილისგან კიოდა, ისე ყოველ ჯერზე დედას სიმწის ცრემლები სდიოდა... ძალიან ძნელია შვილის ტკივილს უყურო, უძლური იყო და არ იცოდე როგორ შეუმსუბქო ტანჯვა...