LXIII

25 1 0
                                    


    ოჯახს მატერიალურად ისევ ძალიან უჭირდა. ნინას ხელფასი ოჯახს ვერ ჰყოფნიდა. ნატა მესამე კურსის სტუდენტი იყო და სწავლის საფასურიც უნდა გადაეხადათ, ოჯახს კი საშუალება არ ჰქონდა. სხვა გზა არ იყო, სასწრაფოდ მარის სამსახური უნდა დაეწყო. თბილისში ნატას მარტოს ვერ გაუშვებდნენ, მარიც უნდა გაჰყოლოდა და ემუშავა, ბარბარეს კი დედასთან ერთი წლით დატოვებდა, მანამ სანამ ბავშვი სასკოლე გახდებოდა. ეს წლები სულ ერთად იყვნენ დედა-შვილი. მარიმ იცოდა, რომ შვილის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო.

     მარი ყველა ახლობელს ურეკავდა, სამსახურს ეძებდა, მაგრამ ვერავინ ეხმარებოდა, არც სამუშაო ადგილი იყო და თავსაც არავინ იწუხებდა. უკვე იმედგადაწურულს დეიდაშვილმა, ნათიამ, დაურეკა. თვითონ ბარში მუშაობდა, ვაკანსია კი ახალად გახსნილ სლოტ-კლუბში იყო, რომელიც იმავე შენობაში იმყოფებოდა. არ უნდოდა მარის იქ მუშაობა, რადგან ასეთ დაწესებულებაში ძირითადათ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მუშობდნენ, თუმცა ამ ეტაპზე საქმე სამსახურის ასარჩევად არ იყო. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დათანხმებულიყო ყველანაირ სამსახურზე, რაც კი პირველი გამოჩნდებოდა.

    მარი გასაუბრებაზე თბილისში წავიდა. ახალგაზრდა უფროსები იყვნენ, მარიზე ორი-სამი წლით უმცროსები, მაგრამ ძალიან დიდი შემართებით იწყებდნენ თავიაანთ საქმეს. მარისთან გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა, ერთი კვირის შემდეგ დაიბარეს პრაქტიკებზე და სამსახურში უეჭველ დასაქმებას შეპირდნენ.

     ერთი კვირა გოგონებმა ბინის ქირით ძებნას მოანდომეს, სასურველი ადგილი მონახეს, ბინაც მოიძიეს და მარიმ სამსახურში პრაქტიკებიც დაიწყო. საკმაოდ ადვილად აითვისა ორ მეცადინეობაზე აპარატები და მესამე დღეს უკვე სამსახურში გადიოდა. იცოდა, რომ თავისი ხელფასი არ ეყოფოდათ, არც ქირაში, არც კვებაში, არც ნატას სწავლის საფასურის გადახდაში, არც სოფელში ბარბარეს კარგი კვებისთვის, არაფერში, ძალიან მიზერული ხელფასით ვერაფერს იზამდა მარი, რომელ ერთ საქმეში უნდა მოხმარებოდა მისი ხელფასი?! საჭირო იყო კიდევ რაიმის მოფიქრება, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ნატას სამსახურის დაწყება იყო. მარის ძალიან ეხამუშებოდა ასეთ დაწესებულებაში მუშაობა, არ იცოდა ვისთან მოხვდებოდა მორიგეობის დროს და მოიფიქრა უფროსისთვის ეთხოვა. რომ ნატასაც მასთან ერთად დაეწყო მუშაობა. ფიქრობდა რომ სამსახურის და სწავლის ერთად შეთავსებას შეძლებდა. უფროსმა მარის გული არ დაწყვიტა, რადგან კიდევ სჭირდებოდა ახალი თანამშრომლებიც და ნატას მიღებასაც ამიტომ დათანხმდა.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now