XXIII თავი

45 4 0
                                    


     ზაფხული დადგა... საუნივერსიტეტოდ საჭირო საგნებში მარი მომზადებას კვლავ განაგრძობდა. გზად დათოს სახლი ყოველთვის უნდა გაევლო, მაგრამ ის აღარ ჩანდა. გოგონა კი ქვეცნობიერად მის გამოჩენას ყოველთვის ელოდა.

     ასეთი მოლოდინის დღეც დადგა. ზაფხულის ცხელი შუადღე იყო... მარი და დედა კვლავ მასწავლებელთან მიდიოდნენ. უცებ დათოს ეზოდან ჟრიამულის, ყვირილის და სიცილ კისკისის ხმა მოესმათ, ერთი სული ჰქონდა როდის მიუახლოვდებოდნენ მის სახლს. მათ ღია ეზო ჰქონდათ და ქუჩიდან ყველაფერი კარგად მოჩანდა. დათოს ძმასაც ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი. მარიმ დაინახა თუ როგორ დასდევდნენ ვედროებით სახლის გარშემო ძმები ცოლებს, ერთმანეთს წყლით ასველებდნენ და სადაც დაიჭერდნენ კოცნით აბრუებდნენ. მათ ეზოში ერთი ამბავი და ხალისი იყო. მარი მიხვდა, რომ დათო არჩევანით ძალიან ბედნიერი იყო და დამშვიდდა. „ როდესაც ადამიანი მთელი გულით გიყვარს, მას მხოლოდ საუკეთესოს უსურვებ, ეს დაუწერელი ადამიანური კანონია..."

    სექტემბერიც მოვიდა. მარი უკვე დამამთავრებელ კლასი იყო. მასწავლებლებთან ინტენსიური მომზადება დაიწყო, მას არავის საფიქრელად აღარ ეცალა.

     ერთ დღეს მარი და ნინა ჩვეულებისამებრ მასწავლებელთან მიდიოდნენ. დათოს სახლს რომ მიუახლოვდნენ, სწორედ იმ დროს გაიღო დათოს ჭიშკარი და ის მეგობრებთან ერთად ქუჩაში გამოვიდა. სამივე მეგობარს მარჯვენა პერანგის სახელო აკაპიწებული და მკლავზე ცხვირსახოცები ჰქონდათ შემოხვეული, არაადექვატურად იქცეოდნენ, თითქოსდა ძალიან გამხიარულებულები ჩანდნენ. მარიმ ჭორის დონეზე გაგებული ჰქონდა, რომ დათო ნარკოტიკებს შეჩვეოდა, მაგრამ არ იჯერებდა, სანამ თავისი თვალით არ დარწმუნდა. გული ძალიან ეტკინა. ამ სცენის დანახვაზე მას თავზარი დაეცა და გრძნობდა გონებას როგორ კარგავდა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და დედასთან არაფერი შეიმჩნია.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now