XXXV თავი

27 2 0
                                    


- რა იყო რა ხდება? ასე ადრე რამ მოგიყვანათ?-მარი ძილიდან გამოერკვა.

- გაიღვიძე, გარეთ სანდრო გელოდება. რომ შეპირდი, ადექი ახლა და ცოლად გაჰყევი!-უთხრა ეკამ.

- რა? ვის უნდა გავყვე ცოლად? მე არავისზე ვაპირებ გათხოვებას!-გოგონა მაშინვე გამოფხიზლდა და საწოლზე წამოჯდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სანდროსთვის უარი ეთქვა.

- კი ბატონო, ეგ არ არის ჩვენი საქმე. შენი ამბავი თავადვე მოაგვარე, შენი პირით უთხარი უარი. მე არაფრის გადაცემას არ ვაპირებ!-გაბრაზდა ეკა.

    ნათია ერთხანს ჩუმად იჯდა... გოგონების საუბარს ყურს უგდებდა...

- ადექი, ჩაიცვი, სანდრო გარეთ გელოდება.-დაამატა ნათიამ.

    მარი გაბრაზებული ადგა... აბაზანაში შევიდა... მოწესრიგდა, ჩაიცვა და გოგონებთან ერთად სანდროსთან დასალაპარაკებლად წავიდა. გასვლის წინ კი ლილი ბებოს დაუბარა:

- თუ ათ წუთში უკან არ დავბრუნდი, გამოდი და მომძებნე. თუ მნახე მოდი და წამომიყვანე, მარტო არ დამტოვო. ნებით თუ არა, ძალით გამომიყვანე, მინდა რომ ეს ჩემთვის გააკეთო!-მარი ალბათ მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდა.

    ქუჩაში გასულს სანდროს მეგობრები შეეფეთნენ. თვითონ სანდრო კი არსად ჩანდა. იქვე პატარა კაფე იყო და დასალაპარაკებლად მარიმ ყველას იქით მიუთითა.

    გოგონა მიხვდა, რომ საქმე ძალიან ცუდათ იყო. სანდროს კითხულობდა, მაგრამ მას არავინ ეძახდა. მან ტირილი დაიწყო, მეგობრებს ეკითხებოდა თუ რატომ აკეთებდნენ ამას. ხვდებოდა ძალა ეცლებოდა, თავს უსუსურად გრძნობდა და მათ ნებას მიჰყვებოდა. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, გონი ნელ-ნელა ეკარგებოდა. არ უნდოდა მშობლებისთვის გადაბიჯება, განსაკუთრებით დედა ებრალებოდა, მან ხომ მისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანად ექცია. უკვირდა მეგობრების, ვერ გაეგო თუ რატომ მონაწილეობდნენ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში. რატომ ბედავდნენ ამდენს, ისინი ხომ ადამიანის ცხოვრების გზის დამახინჯებაში მონაწილეობდნენ. ღმერთს ევედრებოდა, რომ ლილი ბებო გამოჩენილიყო და წაეყვანა. თითქოს ფეხები წაერთვა და სიარული არ შეეძლო.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now