როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სანდრომ და მარიმ გადაწყვიტეს, რომ სანდროს მშობლებისთვის დაემალათ მარის ორსულობა, რადგან ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და იცოდნენ, რომ არ გაუხარდებოდათ კიდევ ერთი წევრით მატება...
მარი უკვე სამი თვის ორსული იყო...
შუადღეს საწოლზე წამოწვა და სანდროს ელაპარაკებოდა. უცებ ლანამ არანორმალური სისწრაფით კარი შემოგლიჯა...
-შენ რა ორსულად ხომ არ ხარ?-მიაშტერდა მარის და ყვირილნარევი ხმით მიმართა.
-კი დედა, მე და მარის მალე შვილი გვეყოლება!-სანდრომ ნაძალადევად გაიღიმა.
-ესეც ვიცოდი, რომ არ მოიცდიდით მანამ საშუალება გაგვიჩნდებოდა, რომ ბავშვი ნორმალურად გაგვეზარდა, ვინ უნდა მოგხედოს? მამაშენთანაც კი ცუდი ურთიერთობა გაქვს, რომ შეგინახოთ მაინც! - გამწარდა ლანა.
-კი მაგრამ დედა ორი წელია ვიცდით და არანაირი საშუალება არ გვაქვს, ვიცი საჭმელის ფულს ძლივს ვშოულობთ, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენს შემდეგ დაქორწინებულებს უკვე ერთი წლის შვილები ჰყავთ. მე კი მინდა მყავდეს შვილი და ჩემი შვილის დედა ჩემი ცოლი იყოს! გადი გარეთ და აღარ შემოხვიდე ამ საკითხით!-სანდრომ მუჭლუგუნით გააგდო ლანა ოთახიდან და მარისთან მივიდა.
-ნუ გეშინია , იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი შვილი ლამაზი და ცისფერთვალება გოგონა იქნება.
მარი ატირდა...აღარ იცოდა რა ექნა...გადაიფიქრა კიდეც შვილი თუ უნდოდა... ხმას არ იღებდა...გული სტკიოდა...ლანას სიტყვებმა გული მოუკლა...
სუსხიანი ზამთარი დაიწყო. ოჯახს ოთახის გათბობის საშუალებაც კი არ ჰქონდა, რომ ორსულ მარის სიცივის გამო პრობლემები არ შექმნოდა. მარიმ გათბობის გამოსავალი მონახა, გოგონა ხშირად გადიოდა აივანზე, გაყინულიყო და შემდეგ ოთახის ტემპერატურით გამთბარიყო. ქმარიც ხშირად საბანში მასთან ერთად შეიფუთებოდა და ფეხმძიმე ცოლს ათბობდა. ასე გავიდა საშინელი ზამთარი, იმ სიტყვების შემდეგ მარი ლანას არ ელაპარაკებოდა, მისი დანახვაც კი არ უნდოდა. მარი ოთახიდან საჭმელად თუ გადიოდა და ისევ საწოლში გასათბობად წვებოდა. ცდილობდა ურთიერთობა არ ჰქონოდა ოჯახის წევრებთან. სანდროსთანაც აღარ ჰქონდა პრობლემა, აღარ აინტერესებდა სად წავიდოდა ან საიდან მოვიდოდა. ცდილობდა მშვიდათ ყოფილიყო, ბავშვზე ეზრუნა, რათა ჯანმრთელი და მშვიდი დაბადებულიყო.