LXXIX თავი

50 2 1
                                    


      როგორც ყოველთვის ცერემონიალი დიდი ბრწინვალებით მიმდინარეობა. აქ არაერთი ცნობილი ჰოლივუდის მსახიობის ნახვა შეიძლებოდა, პაპარაცები და ფოტოგრაფები რამოდენიმე დღით ადრე მობილიზებულიყვნენ და საუკეთესო ადგილებიც დაეკავებინათ, რათა ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ ვინ უფრო საუკეთესო ფოტოს გადაუღებდა მსახიობებს, რომლებიც აიტვირთებოდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში და სარფიანად გაიყიდებოდა უამრავ ჟურნალ-გაზეთებისთვის დასაბეჭდათ.

     მარი თავბრუდახვეული იყო ამ ცერემონიალის სიკაშკაშით. ტელევიზიით კი ენახა და უამრავი ცნობაც წაეკითხა ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და მათ ცხოვრებაზე, მაგრამ საკუთარით თვალით დანახვა ამ დიდების, სულ სხვა, დაუვიწყარი შეგრძნებაა...

     პრემიერის  დაწყებამდე უზარმაზარ დარბაზში ალაფურშეტი მოეწყო. რეჟისორები და პროდიუსერები მსახიობებთან სხვადასხვა სარფიანი შემოთავაზებით საუბრობდნენ, იწერდნენ საკონტაქტო ნომრებს და კმაყოფილი ღიმილით შორდებოდნენ ერთმანეთს. მარი და ჯორჯიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში, უამრავი სარფიანი შემოთავაზება მიიღეს, მარი თვალებს არ უჯერებდა თუ რა ხდებოდა მის თავს, უზომოდ ბედნიერი იყო, ორმაგად ბედნიერი...

     პრემიერა რამოდენიმე საათში დაიწყო, მთელი მსოფლიოს ტელეარხები პირდაპირ ეთერში ამ ღონისძიებას გადმოცემდნენ. მარიც არაერთხელ მოხვდა კადრში, დარბაზშიც წინა რიგებში დასვეს, რადგან იგი ქალის მთავარი როლის შემსრულებელი იყო.

     ცერემონიალი ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდვინს, მიჰყავდა. მისი გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო. მარის ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა, სწორედ ამ დროს მობილურზე შეტყობინება მიიღო:

- დედა წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ, ძალიან მიყვარხარ...- ეს მისი შვილი ბარბარე წერდა. მარიმ ემოცია ვერ დაფარა, ცრემლები მოადგა თვალზე და ჯორჯს მიღებული შეტყობინება წააკითხა. ჯორჯმა გაუღიმა და შუბლზე აკოცა. 

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now