LV

34 1 0
                                    

    გავიდა ხუთი დღე, მარის არავინ კითხულობდა. რადგან მშობლები ფიქრობდნენ, რომ მარი სანდროსთან ჩავიდა, ქმარს კი მარი და ბავშვი სოფელში ეგონა.

    მეექვსე დღე გათენდა...

    მარი შემთხვევით თავის ხელჩანთაში იქექებოდა და უცებ აღმოაჩინა დავიწყებული სავიზიტო ბარათი. წაიკითხა და სახელი არ ეცნო, ხელში დიდხანს ატრიალა, რომ გაეხსენებინა და აი გაახსენდა... ეს კი მამამისის მეგობარი, უცხოელი ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელიც თბილისში ქარხანას ფლობდა. ძალიან გაუხარდა... გაახსენდა რომ გიორგიმ სავიზიტო ბარათი მაშინვე მარის შესანახად მიაწოდა, როდესაც იმ კაცმა სოფელში მათთან ყოფნის დროს მამას დაუტოვა. მაგრამ საოცრება ის იყო, რომ მარის ჩანთაში როგორ აღმოჩნდა?! როცა მან სავიზიტო ბარათი მამის ნივთებში შეინახა. აქ ღმერთის ხელი ერია...

    გახარებული მარი ოთახიდან თითქმის სირბილით გავიდა, მაგდას მივარდა და სიხარულით შესძახა.

- მაგდა, ეხლა ვიცი სად შეიძლება სამუშაო დავიწყო, შეხედე რა ვიპოვე ჩემს ჩანთაში, სავიზიტო ბარათი. ეს კაცი მამაჩემის მეგობარია, რაიმე სამსახურს გამომიძებნის, ისე არ დამტოვებს. აქ მისი ტელეფონია, უნდა დამარეკინოთ!-მარის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

    მაგდას მარის ამბავი ძალიან გაუხარდა. რა თქმა უნდა მობილურზეც დაარეკინა.

- გამარჯობა ბატონო გურამ! მე გიორგი ბარათელის ქალიშვილი, მარი, ვარ, ალბათ გამიხსენეთ, დაახლოებით ერთი თვის წინ იყავით ჩვენთან, მამაჩემს თქვენ სავიზიტო ბარათიც დაუტოვეთ, ჩემთან აღმოჩნდა ჩანთაში მართლა არ ვიცი როგორ, ძალიან მჭირდებით, აუცილებლად უნდა გნახოთ და დაგელაპარაკოთ!-თუმცა მარიმ ხმაზე შეატყო რომ ის კაცი დაიბნა.

    ბატონ გურამს თავიდან დაბნეულობა ნამდვილად ეტყობოდა, შემდეგ კი ნახვას შეპირდა.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now