XXXIX თავი

38 3 0
                                    


    მეგობრებმა კარგი დრო გაატარეს, ძალიან მოილხინეს, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. თანატოლებში დღეს იგრძნო მარიმ თავისი დაბადების დღის აღნიშვნა, რის  გამოც  ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო.

    უკვე გვიანი იყო და სტუმრებმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. ცოლ-ქმარმა თითქმის ყველა სტუმარი მშვიდობიანად გააცილა, მაგრამ დაიწყო ის, რისიც ლანას ასე ძალიან ეშინოდა...

     სანდრო სიმთვრალისგან ფეხზე ძლივს იდგა. ლიფტთან ბოლო სტუმარი გააცილეს თუ არა, იგი მარის მოუბრუნდა და გაოცებული სახით ჰკითხა:

- ვინ ხარ?

     მარიც ცოტა ნასვამი იყო და მის კითხვაზე სიცილი აუტყდა.

- ვინ ვარ და შენი მეზობელი. ვერ მიცანი?!

- მე შენ არ გიცნობ, ვინ ხარ? ჩემს დასაჭერად მოხვედი?! ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან?!-ღრიალებდა სანდრო.

- შენ რა სერიოზულად ამბობ?! რატომ ყვირიხარ?! რას ჰგავს შენი საქციელი?! ამდენი უნდა დაგელია?! ფეხზე ძლივს დგახარ!-მარიმ სახლში შესვლა სცადა, მაგრამ იგი მას წამოეწია და თმებში ჩააფრინდა. გოგონას გრძელი თმა ჰქონდა და სანდრომ მისი თმის ხელზე დახვევა მოახერხა. იგი კედელზე თავით შემოანარცხა. მარის თვალთ დაუბნელდა... კედელთან ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო. სანდრო მის ცემას განაგრძობდა, წიხლებს ყველგან ურტყამდა და უწმაწური სიტყვებით აგინებდა. შვილის ღრიალზე ლანა და სოსო დერეფანში გამოვარდნენ, მარი ხელიდან გამოგლიჯეს და სახლში შეიყვანეს. სანდრო უარესად გაიჯდა, გაედევნა და ოთახში ყველაფრის ლეწვა დაიწყო. არაადამიანურად გმინავდა... უცებ გონს მოვიდა... მარის დალურჯებული სახე რომ დაინახა, თავზე ხელები შემოირტყა „ვაიმე ეს რა გავაკეთეო" და აივანზე გავარდა, გადახტომას ლამობდა. სოსო გაედევნა და ბეძვზე მიუსწრო, აივანზე ნახევარი ტანით გადასულ სანდროს. იგი თავის მოკვლას ცდილობდა...

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now