მეორე დილას სკოლიდან დაბრუნებულ ბარბარეს დედამ ახალი ამბავი გაანდო, ბავშვმა ძალიან გაიხარა. ერთი სული ჰქონდა ზოოპარკი როდის წავიდოდნენ. მარიმ ორი საათით გამოძინა და გამზადებას შეუდგა. ნიკამ არ დააყოვნა, დაურეკა, შეხვედრის ადგილზე და დროზე შეუთანხმდა.
სამი საათი იქნებოდა მარი, ბარბარე და ნიკა დათქმულ ადგილას შეეხვდნენ. ბავშვმა იუცხოვა უცნობი მამაკაცი. მშვიდი და მხიარული ბარბარე უცებ მოწყენილი და აგრესიული გახდა. ზოოპარკში მისულს არაადექვატური ქცევები დაეწყო, ყველა ატრაქციონზე ასვლა მოითხოვა, მხეცების გალიისკენ იწევდა, გარბოდა და დედა ძლივს იჭერდა... მარის ნიკასი ძალიან ერიდებოდა. ბავშვს ასეთ ქცევას ვერაფრით მიუხვდა. ბიჭი ბავშვი საქციელზე ძალიან ხალისობდა, მარი კი მას ათას ბოდიშს უხდიდა.
- არასოდეს მინახავს ბარბი ასეთი გადარეული, დიდი ხანია არსად მყოლია, ალბათ გადაჩვეულია საზოგადოებაში ყოფნას. ისე კი ძალიან თავაზიანი და კარგი შვილი მყავს.-წუხდა მარი. ნიკა კი ამშვიდებდა.
- ბავშვია და აბა ჩვენსავით ვერ ისეირნებს. მასზე ნუ წუხხარ, მოილხინოს როგორც უნდა, ჩვენ ხომ მის გასართობად ვართ წამოსულები.-ნიკა თავაზიანი ადამიანი იყო და იცოდა რა ეთქვა დედისთვის დასამშვიდებლად.
ზოოპარკიდან გამოსვლის შემდეგ ბარბი დედასთან მივიდა და ხელში აყვანა სთხოვა. მარიმ შვილი ხელში აიყვანა... მან ხელები ძლიერად მოჰხვია კისერზე და აღარ უშვებდა.
- დე ცოტა გამიშვი, დავიხრჩობი.- ძლივს ამოილუღლუღა შეწუხებულმა მარიმ.
- ბარბარე! დედა ცოდოა, ჩამოდი და ფეხით გამოგვყევი, უკვე დიდი და მძიმე გოგო ხარ!- უსაყვედურა ნიკამ. ბავშვმა მას ნაღვლიანი თვალებით გადახედა კი დედას მთელი ტანით უფრო მეტად მიეკრო. მარი მიუხვდა შვილს:
- არ მოგეწონა ხო?-მარიმ მას ყურში ჩასჩურჩულა.
- არა! მალე მივალთ სახლში?!-მანაც ჩუმად უთხრა დედას.
- კი დე მალე მივალთ! ვისწავლოთ, ვჭამოთ და დავიძინოთ, კარგი?!-შვილს ლოყაზე აკოცა.
- კი დე, კარგად ვისწავლოთ!- ბარბიმაც დედას ლოყაზე აკოცა და სახეზე პატარა თითებით მოესიყვარულა.
ნიკა წინ წავიდა, ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უთხრა.
სახლში დაბრუნებულს მარის ბავშვისთვის საყვედური არ უთქვამს, მაგრამ დაიფიცა და თავს პირობა მისცა, რომ უცხო მამაკაცს შვილს თავზე არასოდეს დააყენებდა, აღარ გათხოვდებოდა.