ზაფხულის ცხელი დღეები და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყო. მარის ყოველგვარი ილუზია გაუქრა იმის შესახებ, რომ მშობლები მას თეატრალურში სამსახიობოზე ჩააბარებინებდნენ, რადგან იმ პერიოდისთვის მსახიობობა ცუდ ტონად ითვლებოდა, თუმცა გოგონა ამ პროფესიაში გარყვნილებას ვერ ხედავდა. მარი მიზანდასახული ადამიანი იყო და ფიქრობდა, თუ თბილისში მოხვდებოდა შეძლებდა თავისი ოცნების ასრულებას და მაინც გახდებოდა მსახიობი.
გოგონა უნივერსიტეტში გამოცდებს აბარებდა იმ ფაკულტეტზე, რომელიც მშობლებმა შეურჩიეს იმ მიზნით, რომ მომავალში დიპლომი და შესაბამისი განათლება გამოადგებოდა. მართალია მას არ იზიდავდა არჩეული ფაკულტეტი, თუმცა ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გამოცდები წარმატებით ჩაებარებინა.
ქართული და ისტორია წარმატებით ჩააბარა, ორივე მაღალ ქულაზე. ინგლისური კი ცუდათ იცოდა და ამ გამოცდის ძალიან ეშინოდა. სოფელში არ მოიძებნებოდა კარგი ინგლისური ენის სპეციალისტი, ამიტომ მას მომზადების დონეც შესაფერისი ჰქონდა. თუმცა ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ეს საგანიც რომ გადაელახა. ინგლისურში ჩაჭრა სოფელში დარჩენის კიდევ ერთ წელს ნიშნავდა. მარის ამ თემაზე ფიქრი სუნთქვას უკრავდა და გულს უკუმშავდა.
გათენდა გამოცდის დღეც... მარი უკვე ფსიქოლოგიურად მომზადებული იყო, უკან დასახევი გზა არ გქონდა. ინგლისურიდან ქულა უნდა გამოეტანა...
გამოცდა დაიწყო... დაურიგეს ტესტები, რომლის ჩაბარების შემთხვევაში ზეპირ გამოცდაზე გასვლას ნიშნავდა. მარი უყურებს ტესტს და ვერაფერს იგებს, რაც მას ნასწავლი ჰქონდა, არაფერი მსგავსი იქ არ ეწერა. გოგონა უყურებს ფურცელს, დრო იწურება, უკვე განცდებშია, მხოლოდ ერთი რამ ეფიქრება-ჩაიჭრა. ახსენდება მასწავლებლებთან, მთელი სოფლის პერიმეტრზე მტანჯველი სიარული. კიდევ ერთი წელიც მომზადება, „არა! ეს აფსურდია! აღარ იქნება ისე როგორც სხვებს უნდა, ყველაფერი ჩემებურად უნდა იყოს."- ამ ფიქრებიდან გამომცდელის ხმამ გამოარკვია: