XLIV თავი

20 1 0
                                    

      მარი ორი თვის ორსული იქნებოდა, როდესაც სოფლიდან ნატამ დარეკა.

- მარი ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინო, მამამ და დედამ ისევ იჩხუბეს, მგონი საქმე ძალიან სერიოზულადაა, შერიგებას აღარ აპირებენ, მამა კი სხვა ცოლს ეძებს, ამბობს „ჯინაზე უნდა დავინიშნოო". იქნებ შეძლო და ჩამოხვიდე, დედა დაამშვიდო, ძალიან ნერვიულობს!- მოწყენილი ხმა ჰქონდა ნატას.

- ხვალვე ჩამოვალ, მანამდე კი უნივერსიტეტში შევივლი და განცხადებას დავწერ. ერთი კვირით განვთავისუფლდები, მე კი კარგი ამბავი მაქვს ნატი, უკვე ორი თვის ორსული ვარ, მალე პატარა გვეყოლება, დედას უთხარი არ ინერვიულოს, ჩამოვალ და ყველაფერს მოვაგვარებ, მამას დაველაპარაკები. ჩემი ამბავი კი არ უთხრა, ჩამოვალ და თავად გავახარებ. - დაემშვიდობა ნატას და თავის საძინებელში შევიდა... საწოლზე დავარდა და ტირილი დაიწყო. სანდროს უთხრა, რომ საქმე ძალიან ცუდათ ჰქონდათ მის მშობლებს და უთუოდ მათთან უნდა წასულიყო. რათქმა უნდა ქმარს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

    მეორე დილით მარიმ უნივერსიტეტში შეიარა, დაწერა განცხადება ერთი კვირით გაენთავისუფლა.

    სოფელში ჩასულს საშინელი სურათი დახვდა...

    ეზოში სისხლის ლაქები იყო, სახლში შესულს კი დედა საწოლში დახვდა, სახეზე სილურჯე ემჩნეოდა და ცხვირი ჰქონდა გატეხილი.

     მარი საწოლთან ჩაიმუხლა და დედას ჩაეხუტა...

    ერთად ტიროდნენ...

    გათენდა დილა და ახალმა ამბავმაც არ დააყოვნა, გიორგის თელაველი ქალი ცოლად მოჰყავდა.

     ნინამ მორიგ ხუმრობად ჩათვალა, ფიქრობდა რომ სამი შვილის მამას ვინ გაჰყვებოდა, განსაკუთრებით კი ფსევდო „ქალიშვილი".

    ახალმა ამბავმა მალევე ჩაიარა და არავის აღარაფერი უთქვამს. გიორგის ძმა ძალიან აქტიურობდა, რომ დაექორწილებინა და იგი სახლიდან მოეშორებინა. არ იყო გიორგის ატანა ოჯახში ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხშირ სმას მიჰყოფდა ხელს.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now