XLI თავი

31 2 0
                                    


    ახალი წლის დღეები ახლოვდებოდა... მარი ისევ საწოლში იწვა და მთელი დღე არაფერს ჭამდა...

    ლანამ საჭმელი ოთახში შეუტანა... გოგონას ეძინა. იგი მარის სახეზე დიდხანს აკვირდებოდა, რადგან მომაკვდავის ფერი დასდებოდა. ხელით შეეხო და გაღვიძება სცადა, მაგრამ იგი ვერ იღვიძებდა... გვერდი შეუცვალა, მაგრამ გოგონა გონში ვერ ჩააგდო, იგი უკვე მომაკვდავი იყო... სუნთქვაც გაიშვიათებოდა. ლანა ოთახიდან გავარდა, ტელეფონს ეცა და სასწრაფო გამოიძახა, ცივი ტილოები მოიტანა და შუბლზე დააფინა, მარი ნელ-ნელა გონს მოდიოდა...

    სასწრაფომ მარი საავადმყოფოში გადაიყვანა. ანალიზებმა ძალიან ცუდი პასუხი აჩვენა, სისხლის მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმმა როდესაც მარისგან შეიტყო, რომ ორსულად იყო და ნაყოფის მოსაშლელად წამლები მიიღო, მაშინვე საოპერაციოში შეიყვანა და აბორტი გაუკეთა.

    გადასხმებმა და ვიტამინებმა მალევე მოამჯობინა გოგონა და სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა.

    ექიმი ძალიან გაბრაზდა, როცა მარის მდგომარეობა შეიტყო და მიზეზი, თუ რატომაც არ უნდოდა შვილი, სანდრო დაიბარა და უთხრა:

- ორი დღეა ამ გოგონას ვუვლი და თავისი სათნო ხასიათით და ფიზიკურობით თავი შემაყვარა, შენ რა გაუკეთე ასეთი რომ შენგან შვილი არ უნდა?! გეკითხები და მიპასუხე?! მარის მშოებლი რომ ვიყო ერთი დღე არ გაგიჩერებდი, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ვინმე ვინც მოუვლის და ნამდვილ ქალობას აგრძნობინებს, რაც შენ ვერ შეძელი აქამდე. იმედია დღეის შემდეგ გამოსწორდები, მარი გახდება ამიერიდან შენი ფიქრის და ზრუნვის ობიექტი და არა შენი მუცელი და უნებისყოფობა . შეიძლება ბევრი ეძიო და ასეთი ქალი აღარ შეგხვდეს, ბევრი ინანო, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება. ახლა კი არ შეხვიდე მასთან, სულიერი სიმშვიდე სჭირდება, მთხოვა რომ დღეს მაინც არ დაენახო, როგორც ექიმი ვალდებული ვარ პაციენტის სურვილი შევასრულო. იმედია ყველაფერი გასაგებად აგიხსენი, არასოდეს არ ვერევი პაციენტის პირად ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი შემთხვევა პირველია ჩემს პრაქტიკაში, როცა ქალს შვილი არ უნდა და თავს იწამლავს, მერე კი ნელ-ნელა კვდება იმის გამო რომ არ უნდა ვინმემ შეიცოდოს... ეს შენი ბრალია, ქალი ამ მდომარეობამდე რომ არის მისული, მას თავის მოკვლა უნდა! ახლა კი წადი და ხვალამდე არ მოხვიდე...-ექიმმა მას კარისკენ ხელით მიუთითა.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now