XXII თავი

41 3 0
                                    

       კოტემ ადამიანის გატაცებისთვის, სამი წლის ნაცვლად, ორი წელიწადი მოიხადა, ამინისტია შეეხო და გამოუშვეს. გიორგი ამ დროისთვის უკვე სოფელში ცხოვრობდა. არ მუშაობდა. ნინა იყო ყველაფერი, მუშაობდა და ბავშვებსაც უვლიდა. ქალი იყო და ყველაფერს კაცზე უკეთ ასწრებდა და უძღვებოდა.

       გიორგის სანქციის გაუქმების შემდეგ, მინიმუმ ორი წელი უნდა გასულიყო, რომ საჯარო სექტორში სამსახური დაეწყო. მარი უკვე აბიტურიენტი იყო, ნინა ერთი წამითაც კი არ ტოვებდა მას უყურადღებოდ, რადგან ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მოტაცებით ემუქრებოდა. დედა ყველა საქმეს გადადებდა, სამსახურიდან მოსული, უძილო, შვილებს მეზობლებთან დატოვებდა და მარის მასწავლებლებთან მაინც მიჰყვებოდა. გაგეღიმებათ და ხშირად დაღლილს მასწავლებლებთან, მარის ლოდინში სკამზე ბევრჯერ ჩასძინებია.

       აბიტურიენტობის თვები გადიოდა, მარი კი დათოზე ისევ უგონოდ შეყვარებული იყო. ყოველთვის თვალებით ეძებდა სადაც არ უნდა ყოფილიყო...

       გაზაფხულის სუსხიანი დილა გათენდა...

       მარი მეათე კლასში იყო. ჩვეულებისამებრ დილით ადგა, მოემზადა და სკოლაში წავიდა. სკოლის ჭიშკარში შესვლისთანავე შეამჩნია ნაცნობი, მხრებში გალილი სილუეტი, რომელიც სკოლაში შიგნით, ფანჯარასთან ზურგით იდგა. მაშინვე გულში რეჩხმა გამსჭვალა და ფიქრები აეშალა „ნუთუ ეს დათოა, ნეტავ ჩემს სანახავად ხომ არ მოსულა?!". ამ ფიქრებში იყო მარი სკოლის კარს რომ მიუახლოვდა... თავაწეული შევიდა სკოლაში, გვერდით არც კი მიუხედავს, რადგან დათოს დანახვას ვერ გაუძლებდა... მისთვის შეუმჩნევლად გვერდის ავლას აპირებდა...

        უცებ ზურგ უკან მოესმა ნაცნობი ხმა... ყურებს არ უჯერებდა, მას ხომ დათო ეძახდა?!...

- მარი გამარჯობა, ერთი წუთით თუ შეიძლება, შენთან სალაპარაკო მაქვს!

       გოგონას არც კი სჯეროდა, რომ ეს მან დაუძახა, მან მისი სახელიც იცოდა თურმე... მარი შეჩერდა და სანამდე მოტრიალდებოდა ბოლო წამამდე სჯეროდა, რომ დათოს ხმა მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგრამ გადამოწმების მიზნით მაინც მისკენ მიიხედა, ამასობაში დათო მისკენ მიემართებოდა. მარი წაბორძიკდა, თავი ძლივს შეიმაგრა, ძალ-ღონე წამში მოიკრიბა, მისკენ მთლიანი ტანით შეტრიალდა, გაუღიმა და ჰკითხა:

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now