X თავი

60 2 0
                                    

     როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მშობლები მარის ორი კვირით ნათესავთან მალავდნენ. მამა თითქმის ყოველ დღე მიდიოდა შვილის სანახავად, ნათესავს კი ფულს უტოვებდა, რომ მისთვის არაფერი მოეკლო.

    მარის კოტეს მანქანა რამოდენიმეჯერ ჰყავდა შემჩნეული გვიან ღამით მათ გზაზე, ახალგაზრდა ბიჭებით გავსებული, მამასაც უთხრა ეს ამბავი. თუმცა გიორგი მეგობარს ძალიან ენდობოდა, მას მარის შეშფოთება გაზვიადებულად მოეჩვენა.

     ორი კვირის შემდეგ გოგონა სახლში წამოიყვანეს, რადგან საფრთხეს უკვე გადავლილი ჰქონდა. გიორგის სამეგობრო მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და ყოველ ღამე ვინმე, იარაღით, აუცილებლად რჩებოდა მათთან, იმის შიშით, რომ ვინმეს კიდევ არ გაებედა „დაუპატიჟებლად" მოსვლა.

     გიორგის მეგობარი ვახო, რომელიც ხშირად რჩებოდა მათთან, ძალიან მოსწონდა მარი სარძლოდ და გადაწყვიტა, რომ თავისი შვილი ლაშა მოეყვანა და მისთვის გაეცნო.

    ერთ საღამოს ვახომ ლაშა მართლაც მოიყვანა ღამის გასათევებლად. მარი სახლში არ დახვდათ, ბებიასთან იყო გადასული. ვახომ, როცა შეიტყო მარის სახლში არ ყოფნის შესახებ, ყველას ეკითხებოდა, თუ როდის დაბრუნდებოდა. ნინამ როცა ნახა ლაშა, სასიძოდ ძალიან მეოწონა. იგი მართლაც შეუდარებელად სიმპათიური ახალგაზრდა იყო, წარმოსადეგი მამაკაცი, მაღალი, ჩაფსკვნილი, გაშვილი მხარ-ბეჭით, ღონიერი მკლავით, სახეზე კი-ქალივით ლამაზი. მარიზე სულ რაღაც ხუთი წლით უფროსი, გოგონა კი ამ დროს თოთხმეტი წლის იყო...

     ლაშა ინტერესით კვდებოდა ისე ძლიერ ეწადა მარის გაცნობა.

     შებინდებული იქნებოდა მარი სახლში რომ დაბრუნდა. ისე იყო მიჩვეული სტუმრიანობას და ხალხმრავლობას , რომ არც კი შეუმჩნევია სახლში ახალი სტუმარი. ლაშამ, როგორც კი დაინახა, მაშინვე შეუყვარდა, ეს პირველი ნახვით სიყვარული იყო.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now