LXV თავი

27 1 0
                                    


    ზაფხული იდგა. ივლისი იწურებოდა. მარის სამუშაოდ ორი მორიგეობაღა რჩებოდა, შემდეგ კი თვენახევრით სოფელში დასასვენებლად მიდიოდა.

    გათენდა ჩვეულებრივი დღე. მარი სამსახურში მიდიოდა. ნატა კი სოფელში შემდეგი დღისთვის წასასვლელად ემზადებოდა და ბარგს ალაგებდა.

- ორი მორიგეობა დამრჩა და როგორც იქნა მეც დავისვენებ, ღამის თევით ძალიან გადავიღალე. ნატი, რომ ჩამოვალთ იქნებ სხვა სამსახური მოვძებნოთ, შედარებით ადამიანური. ბარბარეც გვეყოლება და ყველაფერი მეტი დაგვჭირდება. სკოლაში აქ უნდა მივიყვანო, აღარ შემიძლია ბარბის გარეშე, ძალიან მენატრება! - შესჩივლა მარიმ დას.

     მარის გული უთრთოდა მხოლოდ იმ სიხარულით, რომელიც შვილის ნახვის მოლოდინით იყო გამოწვეული.

     ბოლო მორიგეობაც მოვიდა. მარი ახალი დღისგან არაფერს მოელოდა. ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ნიკა აღარ გამოჩნდებოდა. მაგრამ არაფერში არასოდეს არ უნდა იყო დარწმუნებული, რადგან მოულოდნელმა სიტუაციამ შეიძლება ყველაფერი ერთ წამში შეცვალოს.

    შუადღე იყო... შალვა, როგორც ზურას მეგობარი და ბილიარდის მენეჯერი იყო, სამსახურში მოვიდა. თვის ბოლო იყო და ობიექტის აღწერა უნდა გაეკეთებინა.

- ყველაფერი რიგზეა. სადაც შენ ხარ იქ დანაკლისი და გარღვევა არ არსებობს.- ქათინაური უთხრა შალვამ. მარის ძალიან ესიამოვნა მისი შექება, ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. მან უფროსს ყავა მოუდუღა და გვერდით მიუჯდა. შალვამ ყავა მოსვა, მარის მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

- მარი ასე მარტოს ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება. მალე სკოლისთვის ბავშვიც უნდა ჩამოიყვანო, ოჯახი და კარგი ქმარი გჭირდება. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რომ არ გადადგა დაუფიქრებელი ნაბიჯი, არ დაგაბრმავოს ვინმეს სილამაზემ. ეგ ყველაფერი დროებითია და ზოგჯერ იმ ფიზიკურობის იქით არაფერი დგას. მინდა დაფიქრდე და კარგად გაანალიზო, შენს გარშემო უამრავი მამაკაცია, რომლებიც მზად არიან შენი ერთი გაღიმებაც კი შეიყვარონ. უნდა აირჩიო შემდგარი მამაკაცი და არა ვინმე პატარა, ან თუნდაც შენი ტოლი ბიჭი, სიცოცხლე მშვენიერია და ნუ გააწამებინებ ვინმე უღირსს შენს ლამაზ წლებს. - ასეთი დარიგება მისცა შალვამ მარის წასვლის წინ.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now