XXXVIII თავი

26 1 0
                                    



    მარის გათხოვებიდან ორი თვე გავიდა... სულ მალე მისი დაბადების დღეც ახლოვდებოდა. ნინამ შვილს დაურეკა და ჰკითხა:

- მარი, შენი პირველი დაბადების დღეა, მაგ ოჯახში, არ აპირებენ იუბილე აგიღნიშნონ? ჩვენს ნათესავებს შენთან ჩამოსვლა უნდათ და დაბადების დღის მოლოცვა.- მარი ძალიან შეწუხდა... ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა, თავი ძლივს გაჰქონდათ თვიდან თვემდე და დაბადების დღის გადახდას ნამდვილად ვერ დაავალდებულებდა.

- დედა, წელს ალბათ ვერ შევძლებთ, თუ ნათესავებს ჩამოსვლა უნდათ სხვა დღე შეარჩიე და ჩამოიყვანე.- იცოდა, არც მაშინ აცდებოდა ოჯახს ზედმეტი ხარჯი, თუმცა დაპატიჟებულს ცოტა უკეთ უნდა დახვედროდნენ.

     დედა მიხვდა მარიმ რაც იგულისხმა, არაფერი უთქვამს და მალევე დაემშვიდობა.

    მეორე დღეს, უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებულ მარის კართან გახარებული სანდრო ახალი ამბით დახვდა.

- დედაშენმა დარეკა და მითხრა, მარის დაბადების დღეზე არაფრით არ შეწუხდეთ, ყველაფერს გამზადებულს აქედან წამოვიღებთ და ნათესავებსაც წამოვიყვანთ, მარის სანახავად და დაბადების დღის მოსალოცადო.

     მარი მისმა უტიფრობამ ძალიან გააღიზიანა. სათქმელი ათქმევინა და ბოლოს მოთმინება დაკარგა:

- მერედა რა გიხარია?! შენთვის საამაყოა ჩემები დაბადების დღეს რომ მიხდიან?! ისევ ჩემებს მოაქვს ყველაფერი გამზადებული. ნუთუ არ გრცხვენიათ?! აქამდე რამე მომითხოვია? ჩემი შენთან პირველი დაბადების დღეა, დგახარ და შეჰყურებ მშობლებს ამხელა კაცი. ცოლი სხვის ხარჯზე მოიყვანე?! თუ ახალი წევრის შენახვის თავი არ გქონდათ, რას ჩაბჟირდი ჩემი ცოლად მოყვანაზე?! არავინ ჩამოგკიდებია კისერზე! იმის ნაცვლად, რომ შეწუხდე და ბოდიში მაინც მომიხადო საშუალების არქონის გამო, პირიქით თვალები სიამაყით და აღტაცებით გაქვს სავსე. მე არ ვაპირებ ჩემი მშობლების კმაყოფაზე ცხოვრებას, ჩემს გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავთ გასაზრდელი. თუ ჩემი ცოლად მოყვანით გეგონა ცხოვრებას აიწყობდი და ოქროს ქილაში ჩაგსვავდნენ?! მაშინ ძალიან ცდები!...

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now