LXIV თავი

26 1 0
                                    


    ზაფხული დადგა... ზურამ მესამე სართულზე საბილიადო გახსნა და მარი ბარმენად გადაიყვანა.

     ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო...

სათამაშო კლუბში ჩვეულებისამებრ კლუბის მეპარტონე, ზურა, მოვიდა. მას მეგობარი ახლდა... მარიმ კი შეამჩნია, რომ უცნობი პირველად იყო, რადგან აქამდე ზურასთან ერთად არასოდეს ენახა. არადა მარი თითქმის უკვე მის ყველა მეგობარს იცნობდა. უცნობი ძალიან სიმპატიური იყო. იშვიათად მარის ვინმე ასე ძალიან რომ მოსწონებოდა. ეს პირველი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. მის ცხოვრებაში მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ვინმესთან ზებუნებრივმა ძალამ უხილავი ძაფებით დააკავშირა.

     მარის ზურამ ბილიარდის მაგიდა ჩაართვევინა და მათ თამაში დაიწყეს. გოგონა ბარში იდგა და ცდილობდა მისკენ არ მიეხედა, მაგრამ უცნობისგან დაჟინებული მზერის შეგრძნება თავად არ ტოვებდა... მალე მათ სხვა მეგობრებიც შემოუერთდნენ და დიდი ჟრიამული მოაწყეს. ყველა ერთობოდა, ყავას და ლუდს მიირთმევდნენ. მარიც ხალისით ემსახურებოდა, რადგან ამ ხალხის გვერდით ყოფნა სიამოვნებდა. მეგობრებმა კარგად მოილხინეს. უცნობი კი ბარს ახლოს არ ეკარებოდა. ბოლოს, ცოტა რომ შეზარხოშდნენ დაშლაც დაიწყეს. ამ დროს უცნობმა სითამამე მოიკრიბა და მარის ბართან მიუახლოვდა:

- გამარჯობა!-მიესალმა უცნობი

- გაგიმარჯოს!-მეგობრული ჟესტით უპასუხა მარიმ.

- რა გქვია?-ჰკითხა უცნობმა.

- მარი. თქვენ?-დაინტერესდა მარი.

- ნიკა-მიუგო უცნობმა.

- თქვენ ალბათ ზურას მეგობარი ხართ?

- თითქმის, უფრო უბნელები და დიდი ხნის ნაცნობები. შემიძლია რამეზე დაგპატიჟო? ამდენი დროა გვემსახურები და თვითონ კი არაფერი დაგილევია.-შეუნიშნავს ნიკას.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now