XXXIII თავი

28 1 0
                                    


    მარტის ბოლო კვირის დილა გათენდა. მარის ადრე გაეღვიძა, თუმცა ჯერ კიდევ საწოლში იწვა. ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა...

- ალიო, გისმენთ...-უპასუხა მარიმ. ყურმილის მეორე მხარეს სანდროს დედა იყო.

- მარი, შვილო გამარჯობა, როგორ ხარ?

- გმადლობთ კარგად. თქვენ როგორ გიკითხოთ?-მარის გაუკვირდა სანდროს დედისგან ზარი, რადგან მისთვის არასოდეს დაურეკავს. გაიფიქრა, ალბათ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდაო...

- მეც კარგად, მადლობა. დღეს თუ შეძლებ ჩვენთან ამოდი, შენთან აუცილებელი საქმე მაქვს.

- გოგონებს არ სცალიათ და მე მარტო ვერ ამოვალ, მერიდება!-მარის თავის დაძვრენა უნდოდა.

- არაფერია, უბრალოდ პატარა საქმე მაქვს და მინდა რომ ჩემთან ამოხვიდე, სალაპარაკო მაქვს.-ჯიუტად აგრძელებდა ლანა.

- თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის ტელეფონში მითხარით, რადგან დღეს არამგონია შევძლო ამოსვლა!-მარიმ წინააღმდეგობა გაუწია.

- არა! მე მინდა, რომ დღეს ამოხვიდე, როგორც ქალი ქალს მინდა დაგელაპარაკო!...

     მარი მიხვდა რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და დაეთანხმა...

    ადგა... ისაუზმა... მოემზადა და სანდროსთან სახლში წავიდა...

    მისულს ძალიან ჩვეულებრივი ოჯახური სიტუაცია დახვდა. თქვენ წარმოიდგინეთ და სანდრომაც კი არ იცოდა მარის მისვლის ამბავი. ბიჭს მისი დანახვა სიგიჟემდე გაუხარდა. სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, უნდოდა მას დედოფალივით ეგრძნობინებინა თავი, ხან რას სთავაზობდა და ხან რას...

     ლანა ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა. სახლში სამუშაოს ასრულებდა, მეზობელს ცეხისთვის მატრასების ჩიხოლებს კერავდა. მიუხედავად იმისა, რომ მარი იქ იყო, მას საქმისთვის თავი არ გაუნებებია. მისი ქმარი, სოსო კი ძალიან კარგი კულინარი იყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა. მარი და სანდრო კი ტელევიზორში სხვადასხვა სახალისო გადაცემებს უყურებდნენ, ზოგჯერ კი საუბრით იქცევდნენ თავს.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now