მარტის ბოლო კვირის დილა გათენდა. მარის ადრე გაეღვიძა, თუმცა ჯერ კიდევ საწოლში იწვა. ტელეფონის ზარის ხმა გაისმა...
- ალიო, გისმენთ...-უპასუხა მარიმ. ყურმილის მეორე მხარეს სანდროს დედა იყო.
- მარი, შვილო გამარჯობა, როგორ ხარ?
- გმადლობთ კარგად. თქვენ როგორ გიკითხოთ?-მარის გაუკვირდა სანდროს დედის ზარი, რადგან არასოდეს დაურეკავს მარისთვის. იფიქრა, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდაო...
- მეც კარგად, მადლობა. დღეს თუ შეძლებ ჩვენთან ამოდი, აუცილებელი საქმე მაქვს შენთან
- გოგონებს არ სცალიათ და მე მარტო ვერ ამოვალ, უხერხულია!-თავის დაძვრენა უნდოდა მარის.
- არაფერია, უბრალოდ პატარა საქმე მაქვს შენთან და მინდა რომ ჩემთან ამოხვიდე, სალაპარაკო მაქვს.-ჯიუტად აგრძელებდა ლანა.
- თუ ისეთი მნიშვნელოვანი არ არის ტელეფონშიც მითხარით, რადგან დღეს არამგონია შევძლო ამოსვლა!-მარიმ წინააღმდეგობა გაუწია.
- არა! მე სურვილი მაქვს იმისა რომ დღეს ამოხვიდე, როგორც ქალი ქალს მინდა დაგელაპარაკო!...
მარი მიხვდა რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და დაეთანხმა...
ადგა... ისადილა... გაემზადა და წავიდა...
მისულს ძალიან ჩვეულებრივი ოჯახური სიტუაცია დახვდა. თქვენ წარმოიდგინეთ და სანდრომაც კი არ იცოდა მარის მისვლის ამბავი. ბიჭს მისი დანახვა სიგიჟემდე გაუხარდა. სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, უნდოდა დედოფლად ეგრძნობინებინა თავი, ხან რას სთავაზობდა და ხან რას...
ლანა ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა. სახლში სამუშაოს ასრულებდა, მეზობელს მატრასების ცეხისთვის ჩიხოლებს უკერავდა. მარი კი იქ იყო, მაგრამ მას საქმისთვის თავი არ დაუნებებია. მისი ქმარი, სოსო კი ძალიან კარგი კულინარი იყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა. მარი და სანდრო ტელევიზორში სხვადასხვა სახალისო გადაცემებს უყურებდნენ, ხან კი საუბრობდნენ.