ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მალევე ჯორჯმა მარის საზღვარგაეთის პასპორტი გააკეთებინა, ამერიკის კონსულთან გაიყვანა, ვიზა უპრობლემოდ მიიღო, ავიაბილეთებიც აიღეს და გასაფრენად მოემზადნენ.
ერთი დღე იყო დარჩენილი გამგზავრებამდე, მარიმ ბარბარეს სოფელში ჩააკითხა, სკოლის საბუთებიც გადაიტანა, ძალიან გაუჭირდა გამომშვიდობება შვილთან, მშობლებთნ, დებთან, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მარი რამოდენიმე თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. გული კი შვილთნ რჩებოდა.
ნიუ-იორკმა მოლოდინს განააჭარბა, ულამაზესი ქალაქი, თვალუწვდენელი ცათამბჯენებით, სუფთა ქუჩებით, ჩქარა მოსიარულე ხალხით, ულამაზესი ღამით, თვალისმომჭრელი ბრჭყვინვალე ღამის ქუჩებით, ქალაქის სილამაზემ და სრულყოფილებამ თავბრუ დაახვია. მალევე ჯორჯმა ინგლისურის მასწავლებელი აუყვანა, რადგან მომავალ მსახიობს იდიომედზე ევარჯიშა. მართალია ფილმის სიუჟეტი ქართული იყო, მაგრამ მსოფლიო ბესცელერი ინგლისურ ენაზე უნდა გადაღებულიყო. მარი ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა, სამ კვირაში გამართულად შეძლო საუბარი უცხო ენაზე. ჯორჯიც, ეს პერიოდი, სულ ინგლისურად ესაუბრებოდა. თავიდან ძალიან გაუჭირდა ყურის მიჩვევა, მაგრამ ადამიანისთვის შეუძლებელი ხომ არაფერია, მთავარია მოინდომოს კაცმა რაიმის გულით გაკეთება.
- ახლა კი მზად ხარ ჩემო აღმოჩენავ, მალე ლოს-ანჯელესში წავალთ და რეჟისორს შევხვდებით, გამართულად უნდა ესაუბრო, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. ასე რომ მასზე უაღრესად კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინო. - დაარიგა ჯორჯმა.
მართალია, ისინი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჯორჯი ძალიან დიდი მოწიწებით ეპყრობოდა. მარი არ იყო არავისგან ნაჩვევი პატივისცემას, ამიტომ ძალიან უკვირდა მისი საქციელი. ის მხოლოდ თავის საქმიანობის შესახებ თუ ესაუბრებოდა, არასოდეს არ ეხებოდა პირად ურთიერთობებს.
ერთხელ როდესაც ჯორჯი გატაცებით ყვებოდა ამერიკაში ჩამოსვლის ამბავს, მარიმ მორიდებით ჰკითხა:
- ჯორჯ, სულ ასეთი თავაზიანი ხარ თუ ესეც პროექტის ნაწილია?
- შეიძლება ითამაშო ერთი დღე, ორი, სამი, მაგრამ ერთი თვე ვერ ითამაშებ, რაიმე რომ არ შეგეშალოს. არ მეთანხმები მარი?
- თუ კარგად თამაშობ შეგიძლია კიდევ წლები ითამაშო. მე ვიცი მაგ თამაშის ფასი. ძალიან დამღლელია, ბოლოს კი სულის ავადმყოფობას იწვევს. თუ ასეთი ხარ მიხარია, ბედნიერი კაცი ყოფილხარ. - გაუღიმა მარიმ.
- ბედნიერება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების სტილზე არ არის დამოკიდებული. ბედნიერება წვრილმანებშია, როდესაც ყველა, თითოეული ჩვენთაგანი, ისწავლის სწორად ცხოვრებას და შურით და ბოღმით არ იქნება გაჟღენთილი, აი მაშინ ვიტყვი, რომ კაცობრიობამ განვითარების ზენიტს მიაღწიათქო. ახლა კი განდიდების მანია ამოძრავებს უმეტესობას, იმედი მაქვს შენც არ დაგემუქრება იგივე საფრთხე. - გაუღიმა ჯორჯმაც.
- ვინ იცის, მეც მაგის იმედი მაქვს - ხუმრობით განმუხტა მარიმ დასერიოზულებული ატმოსფერო. - კარგი ახლა კი შენზე მომიყევი, ვინ ხარ? სად დაიბადე? როგორი ბავშობა გქონდა? ოჯახი თუ გყავს? შვილები, მეუღლე? - ინტერესიანი თვალებით მიაშტერდა მარი.
- მარი ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამ, არ მინდა არცერთზე პასუხი. მოვა დრო და ალბათ გამიჩნდება სურვილი თვითონ მოგიყვე, ახლა არ არის არც დრო და არც სურვილი. - ჯორჯმა ნერვიულად ამოიღო სიგარეტი და აივანზე მოსაწევად გავიდა. მარი მიხვდა, რომ მის მტკივნეულ წარსულს შეეხო და გადაწყვიტა ამ თემაზე აღარ ესაუბრა.