სულ მალე პოლიციაში ვაკანსიები გამოცხადდა. რეზიუმე შეავსო და რამოდენიმე დღეში გასაუბრებაზე დაიბარეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ორწლიანმა სტაჟმა უშველა და პოლიციაში სამთვიან პრაქტიკებზე ჩაირიცხა.
სანდრომ ახალი სამეგობრო წრე გაიჩინა. ყოველ დღე ისევ ნასვამი გვიან ბრუნდებოდა. ქალის სუნამოს სურნელიც ხშირად ასდიოდა. მარი ცდილობდა მისთვის არაფერი ეთქვა, რადგან აზრი არ ჰქონდა, რადგან ამდენი კონმფლიქტი ძალიან მობეზრდა. ერიდებოდა ოჯახში არეულობას, იმიტომ რომ ბარბარე უკვე ხუთი წლის იყო და გულთან მიჰქონდა მშობლების ჩხუბი, ნატას კი გამოცდების პერიოდი ჰქონდა და აქტიურად მეცადინეობდა. მარი ცდილობდა არ ენერვიულებინა დაც და გულში იტრიალებდა სევდას. ელოდებოდა იმ დღეს როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. დრომ კი არ დააყოვნა, პრაქტიკების დაწყებიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ სანდრო რამოდენიმე დღით გაუჩინარდა. ფული ჰქონდა, მამამისმა ავტოსადგომი გაყიდა და სანდროს სახელზე შეიტანა, რათა ბინა ეგირავათ და ფულიც შეენახათ. სანდრომ კი იმ ფულის ხარჯვა, მარისგან ჩუმად, რესტორნებში დაიწყო. გოგონა ქმარს აღარ ურეკავდა და არც კითხულობდა, არ აინტერესებდა სად იყო და ვისთან ერთად. მარის ძალიან კეთილი გული ჰქონდა, მაგრამ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილს, სანდრო არც ცოცხალი და აღარც მკვდარი სჭირდებოდა.
სამი დღის შემდეგ სანდრო გამოჩნდა. სახლში ძალიან ნასვამი დაბრუნდა. ბარბარე და მარი სამზარეულოში საჭმელს ჭამდნენ, ნატა კი ოთახში მეცადინეობდა. მოსული ქმრისთვის არც კი შეუხედავს და არაფერი უთქვამს, ბავშვის გამოკვებას განაგრძობდა. სანდრო მარის შეფარვით უყურებდა და ბარბარეს ეფერებოდა. ბავშვმა ვერ აიტანა ნასვამი მამის საშინელი ალკოჰოლის სუნი და ხელით გასწია:
- მამიკო ძალიან ცუდი სუნი გაქვს, ნუ მოდიხარ ახლოს!- კვლავ ახლოს მისული მამა ბარბარემ ისევ მოიშორა. ეს ვეღარ მოითმინა სანდრომ და ყვირილით მარის მივარდა: