ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა... გიორგის და, მერი, რეკავდა...
- ნინა როგორ ხართ?
- დაგვღალა უაზრო ლოდინმა, თითქოს რაიმე გამოსწორდება, მაგრამ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. უკვე თვენახევარია აქ ვართ და არანაირი ახალი არ ხდება, თითქოს დრო გაჩერდა და არ ვიცით ამ დროში რა გავაკეთოთ.
- ნინა შენი ნახვა მინდა, სატელეფონო საუბარი არაა, მინდა ისე მოვიდე რომ კოტე არ იყოს თქვენთან.
- კოტე?! კი მაგრამ კოტე რას გიშლის?!
- თუ შემთხვევით მანდ იქნება, მაშინ სხვა დროს გეტყვი, რადგან ვიცი შენი ემოციური ხასიათის ამბავი და შეიძლება თავი ვერ შეიკავო აფექტისგან. მე სწორად ასე დამემართა, ახლა ცოტა დავწყნარდი და დაგირეკე.
- გამოდი, დღესვე გამოდი, არ მგონია დღეს ჩამოვიდეს, უკვე შუადღეა გადასული.- ნინა მოუთმენლად ელოდა მერის. ახალი ამბის მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა.
სულ რაღაც საათნახევარში მერიც მოვიდა. ბავშვებს ტკბილეული მოუტანა. მერიმ გვერდით ოთახში გაიყვანა ნინა და ახალი ამბის მოყოლა დაიწყო:
- ნინა არ მინდა შეგაშინო, ვიცი დაუჯერებლად მოგეჩვენება, ვთვლი საჭიროდ რომ ეს უნდა იცოდე, მაგრამ ჯერ თავადაც უნდა გადაამოწმო.-მერიმ ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო-გიორგის რომ ვუთხრა აზრი არ აქვს, აყვირდება-დაყვირდება და არ დაიჯერებს, ხომ იცი რა მიმდობია, არ მინდა მასთან კამათი, ნერვები აღარ შერჩენია საწყალს და ჩემგანაც ნერვიულობის დამატება არ იქნება მართებული, მეშინია არ შეიშალოს ამდენი ფრიქოლოგიური ტრამვისგან. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორი დღეა რაც სოფლიდან ჩამოვედი, ჯემალის შვილი, ნუცა, ხომ იცი?! ის ბავშვი თელავში სწავლობს. გამოცდა ჰქონდა წინა კვირას და უნივერსიტეტში იყო წასული. იქიდან გამოსულს კოტეს მანქანა შეუნიშნავს მხედრიონელების ცენტრალურ შტაბთან და ძალიან გაჰკვირვებია. გიორგისგან კოტეს ყველა იცნობს და თქვენი ამბებიც ყველამ იცის. ნუცა ხომ იცი რა ოხერი ბავშვია,-გაეღიმა მერის-დაინტერესებულა ამ მანქანის არსებობით. ძალიან ციოდაო, თუმცა მაინც იქვე სკვერში ჩამომჯდარა, რომ ეთვალთვალა, არ უნდოდა შემცდარიყო და ადამიანისთვის ტყუილი საქციელი დაებრალებინა, იფიქრა კიდეც მანქანის ცნობაში ხომ არ შევცდიო. თვითონ დარწმუნებული იყო, რომ კოტე მას ვერ იცნობდა და ეჭვსაც ვერ აიღებდა თუ ვინმე უთვალთვალებდა. არ გასულა ათი წუთიც და კოტე გამოსულა შტაბიდან, მას კი უკან მხედრიონის უფროსი გამოჰყოლია, მანქანამდე მიუცილებია, მეგობრულად ჩახუტებიან ერთმანეთს და დაუტოვებია ქალაქი. მგონია, რომ ამის შემდეგ მისი ნდობა არ შეიძლება, არ ვიცი იქნებ ნაადრევი დასკვნა გამომაქვს, მაგრამ ეს ფაქტი უთქმელად და უყურადრებოდ არ უნდა დატოვოთ. გიორგის კი შენ უფრო ლამაზად ეტყვი, ვიდრე მე.- მერი დიდხანს არ გაჩერებული, შვილებთან ეჩქარებოდა, ძმიშვილებს კი მოესიყვარულა და წავიდა.