LXII

25 2 0
                                    

     მეორე დღე მზიანი და თბილი გათენდა. დილით ჩვეულებისამებრ ბიჭებმა გოგონებს ყავის დასალევად მოაკითხეს. მაგრამ ყავა გათავებულიყო. მათემ და თავისმა მეგობრებმა ყავაზე და შაქარზე იზრუნეს. მარი ისე იქცეოდა თითქოს იმ ღამეს მათე არც კი ენახა.

- მათე, გუშინ მთელი ღამე გეძებდი და ვერსად გნახე, სად იყავი?-ჰკითხა მაიამ.

- არ ვიყავი ხასიათზე და მალევე სახლში წავედი. - იგი მიხვდა, რომ მარის არავისთვის არაფერი უთქვამს - და რატომ მეძებდი, მაიკო?- უხერხულად მიაშტერდა მაიას.

- არაფერი, ისე უბრალოდ, მეგონა ჩემთან ერთად მოილხენდი. - ნაწყენი ხმით უპასუხა მაიამ.

- კი მაგრამ, შეგპირდი რომ ერთად ვიქნებოდით? რაღაც არ მახსენდება, თუ ვცდები? - გაბრაზდა მათე.

- არა, არაფერს არ დამპირებიხარ, ალბათ მე მეგონა სხვაგვარად - მაიამ ტუჩები მოპრუწა და ყავის სმა განაგრძო.

- ალბათ ასეა! - მათემ საუბარი გაბრაზებულმა დაუსრულა.

     მარი ისმენდა მათ დიალოგს, მაგრამ ხმას არ იღებდა. ბარბარეს აჭმევდა და მათ ყურადღებას არ იქცევდა. მათე მიხვდა, რომ მარი მასთან კონტაქტზე არ გამოვიდოდა და მალევე წავიდა.

    გოგონებს საჭმლისთვის გაზი გაუთავდათ. ტრანსპორტიც მხოლოდ მეორე დღეს იქნებოდა, შემდეგ მთელი კვირა ისევ აქ მოუწევდათ ყოფნა თუ სოფელში არ გაჰყვებოდნენ. იმავე საღამოს მოიფიქრეს რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, სამი კვირა დასვენება საკმარისი იყო, ცუდი ამინდებიც დაიწყო, უკვე ძალიან ციოდა და იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. მოიფიქრეს, ღამის თევით დარჩენილიყვნენ, რადგან დილით მათთვის ავტობუსს არ გაესწრო.

    ეს ამბავი ბიჭებს არ გამოჰპარვიათ. მოიტანეს ღვინო, სამწვადე, კიტრი, პამიდორი, ყველი, პური. უცებ არნახული სუფრა გაიშალა. მხიარულობამ და მათმა ჟრიამულმა დააყრუა არე-მარე.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now