ფილმის გადაღებები რამოდენიმე თვეს გაგრძელდა, ყველაფერმა ძალიან ხმაურიანად, ხალისიანად და დიდი შთაბეჭდილებებით ჩაიარა. მარის თავი სიზმარში ეგონა და ღმერთს ყოველდღე მადლობას სწირავდა ამ ბედნიერების მონიჭებისთვის. თავისუფალ საათებს ბარბარეს უთმობდა, სკაიპით ელაპარაკებოდა და ბევრ სათამაშოებს და დისნეილენდში მოგზაურობას ჰპირდებოდა.
ფილმის მონტაჟი რამოდენიმე თვეს გაგრძელდა... მარის ჰონორალიც მალევეე ჩაურიცხეს. ასევე იღებდნენ უამრავ სარეკლამო რგოლებში, ასე რომ მისთვის ბოჰემური ცხოვრება დაიწყო.
და აი, დადგა დღე როდესაც ფილმს დღის შუქი უნდა ენახა. ჰოლივუდში დაიწყო დიდი სამზადისი, გაიშალა წითელი ხალიჩა, მოეწყო დარბაზი, სცენა. გაიწერა გეგმა, დაიწერა ფილმის დაწყების წინ წარსადგენი სიტყვა, ამისთვის შეირჩნენ ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ამ ფილმს და სამუშაო გუნდს წარადგენდნენ, ასევე შეირჩა ცნობილი წამყანიც და ბოლოს ფილმის პრემიერა უნდა შემდგარიყო.
მარის და ჯორჯს დიდი სამზადისი ჰქონდათ, ცნობილმა დიზაინერებმა მათთვის შექმნილი ტამსაცმელი მოარგეს, მარის ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, ჯორჯს კი შავი ფრაკი. ვარცხნილობებიც გაუკეთეს, იუველირებმა ძვირფასი სამკაულები დააბნიეს, ასევე მოვიდა მათთვის შეკვეთილი თეთრი ლიმუზინი და ის ის იყო გასვლას აპირებდნენ, რომ სასტუმროს ნომერში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა...
- გისმენთ!-ინგლისურად უპასუხა მარიმ.
- ქალბატონო მარი გამარჯობა!
- გამარჯობა.
- სასტუმროს მენეჯერი გაწუხებთ, ყველაფერი მზადაა, მანქანა უკვე გელოდებათ, ალბათ მალე ჩამოხვალთ, აქ ერთი ახალგაზრდაა და თქვენი ნახვა სურს, დაგელოდოთ თუ უარით გავისტუმრო? ინგლისური არ იცის და ფრანგულად აგვიხსნა, რომ თქვენი ნახვა სურს, როგორც ის ამბობს, თქვენ გიცნობთ!-უთხრა სასტუმროს მენეჯერმა.