LIII თავი

24 1 0
                                    


     ბარბარე იზრდებოდა, მარი მაგისტრატურის მეორე კურსზე იყო, სანდრო კი ისევ მცირე ხელფასზე მუშაობდა... ოჯახი კი გაჭირვებისგან სულს ღაფავდა.

     მაგისტრატურის საფასურის გადახდის დრო მოდიოდა. იანვარი იყო... ისევ ხვეწნით და მუდარით მარის გადახდის დრო მაისის ბოლომდე გადაუვადეს. ერთადერთი რამაც მას უშველა ის იყო, რომ იგი წითელ დიპლომზე ამთავრებდა კურსს. აცალეს მაგისტრატურის ნაშრომიც დაეწერა და დაცვის ბოლო დღემდე მთლიანი თანხა გადაეხადა, წინ კიდევ ხუთი თვე იყო. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ გიორგი შვილს დიპლომის გარეშე არ დატოვებდა და სწავლის საფასურს გადაუხდიდა.

    ვარდების რევოლუცია უკვე მომხდარი იყო. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა დაა ქვეყანამ ახალი კურსით განვითარება დაიწყო.

    მარტის თვე იყო. მარი და ბარბარე სოფელში იყვნენ ჩასულები.

   ერთ დილას, როდესაც ნინა საინფორმაციოს იყურებდა, უცებ ახალ ამბებში მათი ნაცნობი ირაკლი აბაშიძე გადმოსცეს. იგი პრეზიდენტს ერთ-ერთ მინისტრად დაუნიშნავს. მარი თვალებს არ უჯერებდა, იმედი ჩაესახა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ირაკლი მას სამსახურში უეჭველი აიყვადა. მამას გააგებინეს სასიხარულო ამბავი, მან ირაკლის მაშინვე დაურეკა და ახალი თანამდებობა მიულოცა. ასევე უთხრა, რომ მარი ამ დღეებში გასაუბრებაზე შეუვლიდა და მიღებაზე ჩაეწერა, რისთვისაც იგი დათანხმდა.

    მარი და ბარბარე სოფელში დიდიხანს აღარ გაჩერდნენ. გოგონა გახარებული იყო მოსალოდნელი სიახლით. ზუსტად იცოდა, რომ ირაკლი სამსახურში უეჭველი აიყვანდა და მაგისტრატურის თანხასაც თავადვე გადაიხდიდა.

     თბილისში ჩასვლისთანავე მარიმ ირაკლის დაურეკა და შეხვედრის ზუსტ დროზე შეთანხმდნენ. გოგონა სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინადა. მეორე დილას მოემზადა და სამინისტროში დათქმული დროისთვის მივიდა. მისულს საშვი მის სახელზე უკვე გამზადებული დახვდა. დაცვამ მიაცილა ირაკლის კაბინეტამდე. მან როგორც კი მარი დაინახა, ფეხზე ადგა და სიხარულით შეეგება. მოიკითხა და სკამი გამოუწია, დამჯდარიყო და ესაუბრად. ისიც მის წინ დაჯდა და პირველი რაც ჰკითხა:

- ისევ გათხოვილი ხარ?!

     მარი მისმა კითხვამ ცოტა დააბნია. ვერ მიხვდა, რა შუაში იყო ეს კითხვა?!

- კი ისევ გათხოვილი ვარ. მაგრამ ჩემს სამსახურის თაობაზე ვარ მოსული. ამ წელს მაგისტრატურას ვამთავრებ, სამსახური მჭირდება, მაგისტრატურის თანხა მინდა გადავიხადო და დიპლომი ავიღო. პარალელურად სამსახურიც მექნებოდა და ჩემი პროფესიით კარიერის შექმნასაც შევძლებდი. თუ დამეხმარები, ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩები. შეგიძლია რაიმე შემომთავაზო?

- მაინც რა პოზიციაზე ფიქრობ?

- არ ვიცი, მე შენგან ველოდები. ჩემი ბაკალავრის დიპლომი მრავალპროფილიანია, ნებისმიერ საჯარო სამსახურში შემიძლია სამსახური დაწყება. სულ რაღაც სამ თვეშ მაგისტრატურის დიპლომსაც ავიღებ და მაღალ თანამდებობაზეც უპრობლემოდ გადავალ. დასაწყისისთვის დაბალ თანამდებობაზეც თანახმა ვარ. რა თქმა უნდა დამლაგებლობა არ ვგულისხმობ.-გაეხუმრა მარი. ირაკლიმაც გულიანად გაიცინა.

- მაშინ მოდი ასე მოვიქცეთ, მე სულ რამოდენიმე დღეა მინისტრად დამნიშნეს, რეორგანიზაცია აუცილებლად უნდა ჩავატარო, მაგრამ ასე უცებ ვერა, რადგან არ იქნება ჩემგან კარგი საქციელი, ძველი თანამშრომლების ასსე უცებ განთავისუფლება. ამიტომ რამოდენიმე კვირა უნდა მაცალო, მეც უნდა გავერკვე სრუქტურის მუშაობაში და შემდეგ დამიკავშირდი. ორ კვირაში შემეხმიანე და პასუხს გეტყვი.

      ამ სიტყვებით ერთმანეთს დაემშვიდობნენ, მარი გახარებული და იმედით სავსე მისი კაბინეტიდან გამოვიდა.

      ორმა კვირამ უცებ გაიარა. მან ირაკლის ისევ დაურეკა, თუმცა იგი აღარ პასუხობდა. ისიც იფიქრა, ალბათ ტელეფონის ნომერი შეცვალაო. რამოდენიმე დღეში ისევ სცადა მასთან იმავე ნომერზე დარეკვა, ამჯერად ირაკლიმ უპასუხა:

- ჯერ შენთვის არ მცალია, თუ რაიმე იქნება თავად შეგეხმიანები!-უხეშად უპასუხა.

     მარისგული დასწყდა... მიხვდა, რომ მისთვის ირაკლი არაფრის გამკეთებელი იყო. რამოდენიმეკვირა მის ზარს მაინც ელოდა. გოგონას აღარ დაურეკავს, რადგან მისთვის  ხვეწნა-მუდარას არ აპირებდა. ამ შემთხვევაშითავმოყვარეობის და ღირსების საკითხი უფრო იყო, ვიდრე ნებისმიერი თანამდებოდა. მამასაც უთხრა ირაკლის პასუხის შესახებ. გიორგი ძალიან გაბრაზდა... იგი  მას  მაინც  ურეკავდა, თუმცა ირაკლი  გიორგის  ზარებს აღარ პასუხობდა...     

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now