XL თავი

32 2 0
                                    


      ყველაფერი ძველებურად მიდიოდა. მარის არ უნდოდა დაორსულება, მაგრამ ცხოვრების კანონზომიერებას ვერსად გაექცა. არ უნდოდა ნარკომანისგან შვილი, რადგან ეშინოდა ბავშვს ფიზიკური ნაკლოვანებები არ დაჰყოლოდა.

     სამი თვის გათხოვილი იყო... ერთ დილას გოგონამ თავი უცნაურად იგრძნო...

     ერთ დილას, ლანას ალბათ გულმა უგრძნო, დილა უთენია მარის ოთახში შევიდა და ეუბნება:

- მე წნევიანი ქალი ვარ, ბავშვი ჩემს იმედზე არ გააჩინო, რადგან ვერც ღამე გავუთევ და ვერც დავიტოვებ, როდესაც უნივერსიტეტში ლექციებზე წახვალ. ან სად გეჩქარებათ?! ჯერ პატარები ხართ. იქნებდა ვერც ეწყობით, ეს ბავშვი კი ასე გზაგამოკიდებული ხომ არ გაიზრდება!- მარი დედამთილის უტაქტო სიტყვებმა ძალიან გაანერვიულა. გადაწყვიტა ქმრისთვის ეთქვა მისი ნათქვამი, თუმცა, როგორც ყოველთვის, არანაირ საუბარს აზრი არ ჰქონდა, რადგან სანდრო ყოველთვის დედას ამართლებდა.

- კი დედაჩემი წნევიანი ქალია და ბავშვს ვერ მიხედავს, მოგიწევს უნივერსიტეტიდან წამოსვლა.-ეს იყო სანდროს პასუხი მის ნათქვამზე...

      გადიოდა დღეები და მდგომარეობა მძიმდებოდა. ვერაფერს ჭამდა და არაფერი ერგებოდა. ბოლოს გადაწყვიტა რომ ექიმთან მისულიყო. კი ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა ორსულად ყოფილიყო, მაგრამ ვერ წარმოედგინა თუ ასე ცუდათ შეიძლებოდა ყოფილიყო ქალი.

     მარის ეჭვი გამართლდა. იგი ორსულად იყო... ახალი ამბავი არ გახარებია. იმდენად იყო შთაგონებული, რომ ბავშვი დეფექტით დაიბადებოდა, სასწრაფოდ ორსულობის შეწყვეტა გადაწყვიტა. ამ ფაქტს ლანას სიტყვებიც დაემატა.

     გადიოდა თვეები, მარიმ უნივერსიტეტში სიარულს აგრძელებდა, გამოცდები ჰქონდა,მაგრამ სწავლას გულს ვეღარ უდებდა. სანდრო კი ისევ ისე აგრძელებდა სმას და მეგობრებში დროის ფლანგვას. მარის ყურადღებას აღარ აქცევდა, გოგონაც ფიქრობდა, რომ ოჯახი ეს იყო და ალბათ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now