XXVII თავი

33 2 0
                                    

    ასე ერთად ყოფნაში გავიდა სამი თვე. კლასელ გოგონებს ნიას და ნათიას ნათესავიც დაემატათ. ნენე თექვსმეტი წლის იყო, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით, ძალიან თამამი. მეგობრებისთვის უჩვეულო იყო მისი სითამამე, მაგრამ მარი და ეკა მეგობრების ხათრით მას ზედმეტს არ აკადრებდნენ. მას სახლიდან თითქმის არ კითხულობდნენ, რადგან მშობლებმა იცოდნენ, რომ იგი ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა და სკოლიდანაც იქიდან დადიოდა. თუმცა ნენე სკოლაში თითქმის არ მიდიოდა, მთელ დღეებს საწოლში კოტრიალში ატარებდა და სხვადასხვა ბიჭებთან ტელეფონზე ლაპარაკობდა, ეს იყო მთელი დღე მისი საქმე, და თუ რომელიმეს შეხვედრას დაუგეგმავდა, მხოლოდ მაშინ გადიოდა სახლიდან. გოგონების მშობლები ძალიან წუხდნენ, ხშირად ვერ რეკავდნენ, რადგან ტელეფონი მისგან ყოველთვის დაკავებული იყო. ამიტომ მარის ხშირად უწევდა ამის გამ მისთვის საყვედურის თქმა, ხშირად კი მშობლებისთვის ტყუილის მოგონება, ვითომდა ტელეფონი გატეხილი იყო, ხან კი-ხაზი გაფუჭებული.

    ნენემ გოგონებიც აიყოლია... მან თავისი სამეგობრო გააცნო, რომელიც ძირითადათ ბიჭებისგან შედგებოდა. ისინი მათთან მოდიოდნეენ, ქეიფობდნენ და მხიარულობდნენ, გარყვნილება არ ხდებოდა, თუმცა მალე მთელი სამეზობლო მათზე ალაპარაკდა, გარეშე თვალით სხვაგვარად ჩანდა. მარიმ ეს ამბავი ყურის მოკვრით იცოდა, რადგან გვიანობამდე უნივერსიტეტში ლექციებზე ჩერდებოდა და შაბათ-კვირას სოფელში მიდიოდა. მის მოსვლამდე კი ყველაფერი ჩავლილი იყო, იცოდნენ მისი დამოკიდებულება და თავს არიდებდნენ მასთან კონფლიქტს. მას კარიერაზე ჰქონდა ორიენტირი და არა მამრობით სქესზე.

     ნენეს თუ ვინმეს მოშორება უნდოდა, შემდეგ გოგონებს მისცემდა ყურმილს და თვითონ სხვასთან შესახვედრად მიდიოდა. ესენიც აგრძელებდნენ მათთან ლაზღანდარაობას, ბევრი ჩამოიშორეს, ბევრი კი ისევ ურეკავდათ.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now