IX თავი

48 2 0
                                    

      იმ წელს ძალიან ცხელი ზაფხული იყო. მარის და ნატას ზაფხულის არდადეგები დაეწყოთ. ყოველ ზაფხულს რამოდენიმე კვირას ბავშვები გვერდით სოფელში გიორგის მშობლებთან ატარებდნენ. ალექსანდრა ორი წლისაც არ იყო და მას დედასთან ტოვებდნენ.

     სოფელში ზაფხულობით ძალიან ბევრი ბავშვი ქუჩდებოდა, ადგილობრივიც და ქალაქიდან ჩამოსული. მარის ამ ბავშვების შეკრება და ყოველ საღამო კონცერტების გამართვა უყვარდა. ყველა მონაწილეობდა ამჟღავნებდა თავის ტალანტს, ვისაც რა შეეძლო, ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, ლექსს ამბობდა, ანეგდოტს ყვებოდა, მოკლე ეტიუდებს დგამდა. მარი ყოველთვის კონცერტის რეჟისორი და წამყვანი იყო. ერთ ზაფხულს კი მარიმ თბილისში ნანახი სპექტაკლი სოფელში გააცოცხლა. რამაც ხალხის დიდი ემოცია გამოიწვია. თითქმის ყველა მოსული მაყურებელი ტიროდა.

     ივლისის ცხელი საღამო იდგა. ნინა ალექსანდრასთან ერთად, გიორგი და კოტე გოგონების სახლში წამოსაყვანად სოფელში ავიდნენ. მაგრამ მარის და ნატას ისე ძალიან უნდოდათ ბებიასთან და ბაბუასთან დარჩენა, რომ თავი მოიმძინარეს და კვლავ ბებიასთან დარჩნენ. მშობლებმა კი აღარ გააღვიძეს შვილები და დატოვება გადაწყვიტეს. უკვე გვიანი იყო, კოტემ ისევ უკან ჩამოიყვანა ნინა, გიორგი და პატარა ალექსანდრა, დაემშვიდობა და სახლისაკენ გააგრძელა გზა.

     ღამის ორი საათი იქნებოდა. ცოლ-ქმარი როცა სახლში შევიდა თუ არა ნინამ მძინარე ალექსანდრა საწოლში ჩააწვინა, თვითონ კი აბაზანაში შევიდა შხაპის მისაღებად. გიორგი მისაღებ ოთახში წამოწვა, ჩართო ტელევიზორი და ნასვამს იქვე ჩაეძინა. ცოლს ეგონა რომ ქმარი ტელევიზორს უყურებდა და აღარ შეაწუხა. ნინა კი საძინებელში შევიდა და დაძინება სცადა. არ გასულა თხუთმეტი წუთი და იგი უცნაურმა ხმებმა გააღვიძა... გასაღების ჩხაკა-ჩხუკს ჰგავდა... ნინა საწოლზე წამოჯდა, ფიქრობდა და თავისთვის ბრაზობდა, „ნუთუ გიორგიმ ვერ მიაგნო კარების სახელურსო?!" ქალი ამ ფიქრებში იყო, რომ სიბნელეში ოთხი ნიღბიანი, ავტომატებით ხელში, მამაკაცი შერბის... ქალს ყვირილი უნდოდა, ძალიან შეეშინდა, მაგრამ ერთმა, ყველაზე აგრესიულმა ხელის მოქმედებით ანიშნა რომ გაჩუმებულიყო. პატარა ალქსანდრასთან მივიდა და ბავშვი საწოლში უხეშად გააღვიძა. პატარას უცნობების დანახვაზე არ უტირია, გაოცებული აკვირდებოდა უცნაურად ჩაცმულ არაკაცებს.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now