ძალიან მეშინია-არ მინდა,რომ თავს რამე აუტეხოს,მაგრამ გაჩუმების,გვერდზე გადგომისა და მისი ტანჯვის ყურების მეტი არაფერი შემიძლია-მინდა,რომ ჩემი საყვარელი ადამიანები საფრთხისგან ვიხსნა,მაგრამ არაფერი შემიძლია-სრულიად უუნარო ვარ.
დიდხანს ვიჯექი და თვალებს დამფრთხალი ვაცეცებდი აქეთ-იქით-ფიქრებიდან კი ეშტონის ხმამ გამომარკვია-ფართოდ გამიღიმა და ჩურჩულით მკითხა:
-ჰეი,პატარა ქალბატონო,რაშია საქმე? ყველაფერი კარგადაა?
არც კი ვიცოდი,რა მეთქვა-უბრალოდ ვიჯექი და ხელის გულებს ნერვიულად ვისრესდი-როცა მიხვდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,კიდევ ერთხელ მკითხა:
-სამანტა,რაშია საქმე? ყველაფერი რიგზეა?
-ყ... ყველაფერი კარგადაა,ეშ-უბრალოდ...
-რას გულისხმობ,პრინცესავ?-ჩურჩულით მკითხა და საყვარლად დაიკრიჭა-მე კი ენის ბორძიკით ვუთხარი:
-ი... იმ არაკაცმა თუ ისევ მოგვაგნო და შენ და ლუკს რამე დაგიშავათ,მაშინ რა გავაკეთო? როგორ უნდა შევძლო უთქვენოდ ცხოვრება?
როგორც კი ეს გაიგო,საყვარლად დაიკრიჭა,ცრემლები შემიმშრალა და მითხრა:
-ძვირფასო,დამშვიდდი-გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება და არაფერი მოგვივა-ვერც დანარჩენები გაიგებენ რამეს
-მაიკლი და ჰარი რაღაცას ეჭვობენ-როგორ კი ეს გაიგო,სახეზე მაშინვე მკვდრის ფერი დაედო-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი მკითხა:
-რას გულისხმობ,ძვირფასო?
როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე ნერვიულად ჩავახველე და ვუპასუხე:
-დღეს დილით მაიკლის ლაპარაკს მოვკარი ყური-თავიდან ვერაფერი გავარჩიე,მაგრამ მერე მივხვდი,რომ ჰარი იყო-ალბათ რაღაცას ეჭვობენ და გადაწყვიტეს გითვალთვალონ-საქმე ძალიან ცუდადაა.
ძალიან შეეშინდა როცა ეს გაიგო,მაგრამ ბოლოს თავს ძალა დაატანა და ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:
-ძ... ძვირფასო,დარწმუნებული ხარ,რომ ყველაფერი სწორად გაიგე?
თანხმობის ნიშნად ნერვიულად ჩავახველე და თავი დავუქნიე-ბოლოს კი ვუთხარი:
-ლუკმა თუ გაიგო,რომ ეს ყველაფერი გითხარი,ცოცხლად დამმარხავს
არ ვიცი რატომ,მაგრამ როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე გიჟივით ხარხარი დაიწყო-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დამშვიდდა,მკითხა:
-პრინცესავ,ამას რატომ ამბობ? საიდან მოიტანე ასეთი სისულელე?
როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე ჩავახველე,დოინჯი შემოვირტყი და ვუთხარი:
-როგორც ჩანს,ლუკს საკმაოდ ცუდად იცნობთ,მისტერ ირვინ
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა და მიპასუხა:
-ცდები,პატარა ქალბატონო-ლუკს იმაზე კარგად ვიცნობ,ვიდრე შენ ფიქრობ და ზუსტად ვიცი,რომ ამას არასდროს გააკეთებს,იმიტომ,რომ ძალიან უყვარხარ
-სერიოზულად?-ეჭვნარევი ხმით ვკითხე და დავუცადე,სანამ რამეს მიპასუხებდა-დიდხანს ჩუმად ჯდომის მერე კი საყვარლად დაიკრიჭა,გულში ჩამიკრა და ჩურჩულით მითხრა:
-საყვარელო,დამშვიდდი-გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება-მაგრამ მე მაინც ძალიან ცუდად ვიყავი-როცა მივხვდი,რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,ვუპასუხე:
-მეც თქვენთან ერთად წამოვალ-არ დავუშვებ,რომ რაიმე საფრთხე დაგემუქროთ.
ВЫ ЧИТАЕТЕ
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Фанфикეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...