ის ის იყო რაღაც უნდა ეთქვა,რომ უეცრად ნაილის ტელეფონის ხმა მოგვესმა-როგორც კი შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანს დახედა,თვალები გაუბრწყინდა
-წიწილ,ყველაფერი რიგზეა?-ცნობისმოყვარე გამომეტყველებით ჰკითხა ეშტონმა,მაგრამ ის ხმას არ იღებდა-ისევ ისე იდგა და ეკრანს ყურებამდე გაბადრული მისჩერებოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი შემოგვხედა და საზეიმოდ შესძახა:
-გილოცავთ-ლუკმა მომწერა,რომ ის ნაძირალა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა-მან კი ყველაფერი აღიარა-ამიერიდან მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს და მზის სხივსაც კი ვეღარასდროს იხილავს.
ვერაფერს ვამბობდით-უბრალოდ დაბნეულები ვუყურებდით ერთმანეთს-ბოლოს კი ეშტონმა ენის ბორძიკით ჰკითხა:
-ნ... ნაილერ,შენ რა-დაგვცინი?
უარის ნიშნად თავი გააქნია და თან საყვარლად დაიკრიჭა-ბოლოს კი პალატიდან შურდულივით გავარდა-თან მოგვაძახა:
-ნუ ღელავთ-ყველაფერი კარგად იქნება.
ამის შემდეგ ორივე ადგილს ვიყავით მიყინული,მაგრამ ბოლოს თავი ხელებში ჩავრგე და მოთქმით ავტირდი
-საყვარელო,რა დაგემართა? კარგად ხარ?-მეკითხებოდა ეშტონი,მაგრამ მე არაფერს ვამბობდი-პირიქით-უწინდელზე მეტად ვცახცახებდი და ისე ვტიროდი,რომ ალბათ ჩემი ხმა მთელმა საავადმყოფომ გაიგო-ის კი არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ იღიმოდა-როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,შევხედე,სუსტად გავუღიმე და ვუთხარი:
-არაფერია,მამიკო-შეგიძლია დამშვიდდე
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა,შუბლზე მაკოცა და მითხრა:
-პრინცესავ,ახლა გავალ და გავარკვევ,როდის გაგწერენ
პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და ფართოდ გავუღიმე-ისიც მაშინვე წამოხტა და გარეთ შურდულივით გავარდა
დიდხანს ვუცადე,ბოლოს კი,როცა უკან დაბრუნდა,საზეიმოდ შესძახა:
-მის ჰემინგს,დროა სახლში დავბრუნდეთ
*2 საათის შემდეგ*
არ მჯერა,რომ ამდენი ხნის ტანჯვის შემდეგ სახლში დავბრუნდი-როგორც კი შიგნით შევედით,ლუკმა მაშინვე ჩემთან მოირბინა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-სემ,ჩემო ლამაზო,როგორ მიხარია,რომ დაბრუნდი
ვერაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ მოთქმით ვტიროდი-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,სუსტად გავუღიმე და ვუთხარი:
-გოლიათო,ძალიან დავიღალე-თუ შეიძლება,ცოტა ხნით ჩემს ოთახში წავალ და დავისვენებ
როგორც კი ეს გაიგო,ფართოდ გამიღიმა და მითხრა:
-შეგიძლია წახვიდე,ძვირფასო-თუ რამე დაგჭირდება,მითხარი
-დამშვიდდი,ლუკ-არაფერი მომივა-სიცილით მივაძახე და ჩემი ოთახისკენ სვლა განვაგრძე-ბოლოს კი,როცა შიგნით შევედი,საწოლზე მოწყვეტით დავეცი და გაშტერებულმა ერთი წერტილისკენ დავიწყე ყურება-თან ჩემს ნაიარევ მაჯებს ვუყურებდი-ძალიან გამიკვირდა,რომ ლუკმა ვერაფერი შეამჩნია და ამაზე არც არაფერი უკითხავს,მაგრამ აუცილებლად ავუხსნი ყველაფერს.
YOU ARE READING
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...