იმდენად ცუდად ვიყავი,რომ არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა-ბოლოს კი,როცა მივხვდი,რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი,მწარედ ავქვითინდი
-სემ,ჩემო ლამაზო,დამშვიდდი-ყველაფერი კარგად იქნება-მითხრა ლუკმა და მაგრად ჩამეხუტა-მე კი მაინც ვერ ვმშვიდდებოდი-ბოლოს კი,როცა ძალა გამომელია,თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:
-რამე რომ დაემართოს,თავს არ ვიცოცხლებ.
ის ის იყო,რაღაც უნდა ეთქვა,რომ ტელეფონის ზარი მომესმა-შეშინებულმა დავაჭირე პასუხის ღილაკს თითი და ენის ბორძიკით ვიკითხე:
-ვ... ვინ არის?
-უკაცრავად,ეშტონ ირვინის ახლობელს ვესაუბრები?-მომესმა ექიმის ხმა-მივხვდი,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო-დაახლოებით ათი წუთი ვიყავი ადგილს მიყინული,ბოლოს კი,სანამ რამეს მეტყოდა,ტელეფონი ხელიდან გამივარდა,ბალიში სახეზე ავიფარე და მოთქმით ავტირდი.
-პატარა პინგვინო,რა მოხდა?-მეკითხებოდა ჯემა,მაგრამ მე ვერაფერს ვამბობდი-უბრალოდ ვტიროდი-ბოლოს კი,სანამ რამეს ვეტყოდი,ლუკმა ტელეფონს უპასუხა და ექიმს ჰკითხა:
-ექიმო,რაშია საქმე? ყველაფერი რიგზეა?
-უკაცრავად,ეშტონ ირვინის ახლობელს ვესაუბრები?-ჰკითხა ექიმმა-ლუკმა კი ხმის კანკალით უპასუხა:
-მ... მისი მეგობარი ვარ
-თუ შეიძლება,სასწრაფოდ მობრძანდით საავადმყოფოში-მისტერ ირვინის სიცოცხლე საფრთხეშია-რამდენიმე წუთში საოპერაციოში შევიყვანთ
როგორც კი ეს თქვა,ლუკი მაშინვე ნელი ნაბიჯებით შემობრუნდა ჩვენსკენ და თითქმის ჩამწყდარი ხმით გვითხრა:
-საქმე ცუდადაა
მე მაშინვე ჯემას შევხედე-ისიც ჩემსავით შეშინებული იყო და ვერაფერს ამბობდა,მაგრამ ბოლოს ძალა მოიკრიბა და ხმის კანკალით ჰკითხა:
-ლუკ,რ... რა მოხდა?
დიდხანს იყო ჩუმად,მაგრამ ბოლოს ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:
-ეში დ... დაჭრეს
ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ვიღაცამ მუცელში მუშტი ჩამარტყა-თანაც მთელი ძალით-ადგილს ვიყავი მიყინული და ლუკის სიტყვების გაანალიზებას ვცდილობდი-ბოლოს კი,როცა მივხვდი,რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი,გონებადაკარგული ჩავიკეცე ერთ ადგილზე
-სემ,გონს მოდი!-შეჰკივლა შეშინებულმა ჯემამ და მოსულიერება დამიწყო-როგორც კი გონს მოვედი,თვალები ნელ-ნელა გავახილე,ირგვლივ მიმოვიხედე და თითქმის ჩამწყდარი ხმით ვიკითხე:
-რ... რა დამემართა?
-ძვირფასო,როგორ შემაშინე-ტირილით მითხრა ლუკმა და მაგრად ჩამეხუტა-მე კი თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:
-ლუკ,გთხოვ,საავადმყოფოში წამიყვანე-სახლში უქმად ჯდომა არ შემიძლია
-პრინცესავ,ჯერ ძალიან ადრეა-ოპერაცია არ დასრულებულა-მეუბნებოდა ჯემა,მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიმეორებდი:
-გთხოვთ,საავადმყოფოში წამიყვანეთ
ორივე ძალიან შეშინებული იყო და ვერაფერს ამბობდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ლუკმა მითხრა:
-როგორც იტყვი,ძვირფასო.
YOU ARE READING
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...