"ჯონათანის განადგურების ახალი გეგმა " თავი 38

38 1 0
                                    

როგორც კი ეს მითხრა,ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და კმაყოფილი ღიმილით ვთქვი:

-ყოველთვის იმას ვიღებ,რაც მინდა-ვიცოდი,რომ ბოლოს მაინც დამიჯერებდი,უფროსო ძამიკო

არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ მიღიმოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი გულში მაგრად ჩამიკრა და მითხრა:

-ჩემო ლამაზო პინგვინო,არც კი ვიცი შენი დახმარების გარეშე რა მეშველებოდა.

ვერაფერს ვამბობდი-უბრალოდ ვურებდი და ჩუმად ვიცინოდი-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,ვუთხარი:

-ლუკ,დამპირდი,რომ ბიჭები ვერაფერს გაიგებენ

არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ მიღიმოდა-დიდხანს ჩუმად ჯდომის მერე კი ჩაიცინა,გულში ჩამიკრა და მითხრა:

-სემ,ჩემო საყვარელო,დამშვიდდი-გპირდები,რომ ბიჭებს არაფერს ვეტყვი

ცოტა არ იყოს დავეჭვდი,როცა ეს გავიგე-დაახლოებით ათი წუთი ვუყურებდი წარბაწეული-ბოლოს კი ბოროტი დედაბერივით ჩავიხითხითე და ვუთხარი:

-გოლიათო,დამიჯერე-ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის.

ცოტა არ იყოს დაეჭვდა,როცა ეს გაიგო-მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა,რომ სხვა გზა არ ჰქონდა,მითხრა:

-როგორც იტყვი,დაიკო

ამის შემდეგ ფეხაკრეფით გავიპარეთ სახლიდან,მანქანაში ჩავსხედით და ციხის გზას დავადექით

მთელი გზა თავჩახრილი ვიჯექი და გაურკვევლად ვბუტბუტებდი რაღაცას-როგორც ყოველთვის ლუკმა ეს შეამჩნია-შემომხედა თუ არა,მაშინვე გამიღიმა და მზრუნველი ხმით მკითხა:

-ძვირფასო,ყველაფერი რიგზეა?

-ლ... ლუკ

-გისმენ,პატარა პინგვინო-აბა მითხარი,რაშია საქმე-მითხრა და ისევ გზას გახედა-მე კი თავს ძალა დავატანე და თითქმის ჩამწყდარი ხმით ვკითხე:

-დარწმუნებული ხარ,რომ სწორად ვიქცევით?

პასუხად მხოლოდ გაბმულ სტვენას მოჰყვა-დიდხანს სიარულის მერე კი,როცა ციხეს მივადექით,მანქანა შეაჩერა,ღვედი მოისხნა,შემომხედა და მკითხა:

-მზად ხარ,დაიკო?

პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე-როგორც კი მიხვდა,რომ საშიში აღარაფერი იყო,კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა-ბოლოს კი,როცა მეც გადავედი,ვკითხე:

-ლუკ,რა გეგმა გვაქვს?

დიდხანს იდგა გაუნძრევლად და თან გაბმულად უსტვენდა-ბოლოს კი ისეთი სახე მიიღო,თითქოს რაღაც გაახსენდა-მაშინვე უკანა კარისკენ გაიქცა და მანიშნა-მომყევიო

დავუჯერე და ისე მოვიქეცი.როგორც მითხრა-ორსაათიანი წვალების შემდეგ კი გაკოჭილი ჯონათანი რის ვაივაგლახით გამოვათრიეთ ციხიდან,მანქანასთან მივიყვანეთ და საბარგულში ჩავსვით-ბოლოს კი,როცა მანქანაში ჩავსხედით,ტყის გზას დავადექით

დიდხანს დავდიოდით-ბოლოს კი,როცა ტყემდე მივაღწიეთ და ლუკმა მანქანა იქვე ახლოს გააჩერა,მითხრა:

-პრინცესავ,გადასვლის დროა

დავუჯერე და ის გავაკეთე,რაც მითხრა-როგორც კი მანქანიდან გადავედით,ის ნაძირალა მაშინვე გადმოიყვანა საბარგულიდან,ბოლოს კი ხესთან დააგდო,ჯიბიდან იარაღი ამოიღო,გადატენა,დაუმიზნა და გააფთრებულმა უღრიალა:

-არაკაცო,როგორც იქნა ხელში ჩამივარდი!-თუ ახლავე არ იტყვი,ეს რატომ ჩაიდინე,გაჩენის დღეს გაწყევლინებ!-ბოლოს კი,ის ის იყო უნდა ესროლა,რომ შეშინებულმა მაშინვე მასთან მივირბინე,იარაღი ხელიდან გამოვგლიჯე და ვუყვირე:

-ლუკ,შენ რა-სულ გაგიჟდი? გინდა,რომ ამ არაკაცის გამო მკვლელად იქცე?!

-სემ,გთხოვ,იარაღი მომეცი და გვერდზე გადექი-მითხრა და სცადა იარაღი გამოერთმია,მაგრამ ვერაფერს გახდა-მაშინვე ხელი ვკარი,იმ მანიაკთან მივირბინე,იარაღი შუბლზე მივაბჯინე და ვუყვირე:

-ნაძირალავ,იცოდე,თუ არ იტყვი,ეს რატომ გააკეთე,ნაკუწებად გაქცევ!

ის ის იყო,უნდა მესროლა,რომ დაიყვირა:

-ყველაფერი შენი ნაძირალა ძმის ბრალია!

-ხმა ჩაიწყვიტე!-უყვირა მოთმინებადაკარგულმა ლუკმა,მასთან მივიდა და მუცელში წიხლი ჩაარტყა-თანაც ისეთი ძალით,რომ საწყალი ჯონათანი დაახლოებით ათი წუთი მკვდარივით ესვენა მიწაზე-ბოლოს კი,როცა გონს მოვიდა,ძლივსგასაგონად ამოიხავლა:

-ეს მხოლოდ სემის და ეშტონის დასაშორებლად გავაკეთე-არ მინდოდა,რომ იმ შეშლილის გვერდით ყოფილიყო და ახლაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ წამებში ჩავაძაღლო-ის ამას იმსახურებს.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now