ის ის იყო,უნდა მეპასუხა,რომ ეშტონმა ჩემთან მოირბინა,ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა:
-მე მხოლოდ შენი დაცვა მინდა,ძვირფასო-მაგრამ თუ გინდა,რომ იმ მანიაკს მხოლოდ შენ და ნაილი გაუმკლავდეთ,თქვენს სურვილს პატივს ვცემ.
გული მტკიოდა,ასეთ დღეში რომ ვხედავდი-ძალიან რთული იყო მის სახეზე რაიმე ემოციის ამოკითხვა-ვერც კი ვხვდებოდი,ასე ჩემს დასაცავად იქცეოდა თუ სულ სხვა რამ ამოძრავებდა
ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა ნაილი ჩემთან მოვიდა და მითხრა:
-წასვლის დროა,პატარა პინგვინო
თავიდან თითქოს ვერაფერი გავიგე,მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა მივუბრუნდი და ვუპასუხე:
-მომყევი,ნაილერ.
ციხეში მისვლის შემდეგ დიდხანს დავდიოდით აქეთ-იქით და ჯონათანის საკანში შესაღწევ გზას ვეძებდით-საბედნიეროდ მთელ ციხეში ბნელოდა,ასე რომ,ვერავინ მოახერხა ჩვენი დანახვა-ბოლოს,როცა უკვე ის მანიაკი გავიტაცეთ,ციხიდან ისე გავედით,რომ არავის დავუნახივართ-რამდენიმე წუთის შემდეგ კი ტყის გზას გავუყევით
დიდხანს სიარულის შემდეგ,როცა ტყეში მივედით,მანქანიდან ნელი ნაბიჯებით გადმოვედი,ორ წუთში კი ნაილმა გაკოჭილი ჯონათანი რის ვაივაგლახით გადმოათრია,იქვე ახლოს,ხესთან დააგდო და გააფთრებულმა უღრიალა:
-არაკაცო,ასე რატომ მოიქეცი?!
-ამას მე მივხედავ,წიწილ-ვუთხარი ბრაზნარევი ხმით,მასთან მივედი,იარაღი გადავტენე,დავუმიზნე და ვუყვირე:
-ნაძირალავ,გეგონა ვერ გიპოვიდი? ფიქრობდი,რომ ხელიდან დამიძვრებოდი?-როგორც იქნა მომეცა შენთან გასწორების საშუალება-საკადრისად დაისჯები!-ის კი მიყურებდა და ცინიკური ღიმილით მეკითხებოდა:
-პატარა ნაძირალავ,შენ რა-ფიქრობ,რომ მაგ იარაღით შემაშინებ?
მისი ცინიკური ღიმილის დანახვისას იმაზე მეტად მინდოდა,რომ ეს ნაძირალა ნაკუწებად მექცია,ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა-დიდხანს ვუყურებდი ბრაზმორეული გამომეტყველებით-ბოლოს კი მუცელში წიხლი ჩავარტყი და ვუღრიალე:
-შენი ბოსი ჩაძაღლდა-თუ არ გინდა,რომ მისი ბედი გაიზიარო,ახლავე ამოღერღე,ეს რატომ გააკეთე-ცოცხალი ვერ გადამირჩები!
დიდხანს ხმას არ იღებდა,მაგრამ ბოლოს მისუსტებულმა დაიჩურჩულა:
-ეს შენი ნაძირლა ძმის ბრალია
ამის გაგონებისას ბრაზმორეული ნაილი მასთან მიიჭრა,სახეში მთელი ძალით გაარტყა და გააფთრებულმა უღრიალა:
-შეწყვიტე ლუკის დადანაშაულება!
-ის რომ არა,სემი ისევ ჩემთან იქნებოდა-თქვა თუ არა ეს,გაცეცხლებულმა სილა მთელი ძალით გავაწანი და ვუყვირე:
-ნაძირლავ,საიდან მოიტანე ასეთი სისულელე?-არასდროს მყვარებიხარ!
-შენი ნაძირალა ძმა და შეყვარებული მე და ჩემს ბოსს დაგვსდევდნენ,მაგრამ ჩვენი დაჭერა ვერ მოახერხეს-ახლა კი,რადგან აქ ხარ,დროა ბოლო მოგიღო-მითხრა გესლნარევი ხმით და მისთვის ჩვეული,ცინიკური ღიმილით-ამან კი ნაილი იმდენად გააბრაზა,რომ მეტს ვეღარ გაუძლო-სილა უწინდელზე მეტად გააწნა,ვიდრე მანამდე და გააფთრებულმა უღრიალა:
-ნაძირალავ,ლუკი და სემი ჩემი მეგობრები არიან-არ მოგცემ მათთვის გულის ტკენის უფლებას!
ძალიან შემეშინდა-არ მინდოდა,რომ იმ არაკაცის გამო რამე დაშავებოდა-ასე რომ,ხელი ჩავკიდე და ვუთხარი:
-წიწილ,დროა სახლში დავბრუნდეთ-ამ არაკაცზე ხელის გასვრა ნამდვილად არ ღირს
როგორც კი ეს გაიგო,მომიბრუნდა,ფართოდ გამიღიმა და მითხრა:
-მართალი ხარ,პატარა პინგვინო-ბოლოს კი მანქანაში ჩავსხედით და სახლის გზას დავადექით.
ВЫ ЧИТАЕТЕ
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Фанфикეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...