"ლუის რეაქცია საიდუმლოს გაგების შემდეგ" თავი 7

55 1 0
                                    

ძალიან შემეშინდა,როცა ეს გავიგე-ბოლოს კი,სანამ რამეს ვეტყოდი,ოთახის კარი ნელ-ნელა გაიღო და ლუის ხმა გავიგეთ-ზურგსუკან ხელებწაღებული ნელ-ნელა შემოვიდა შიგნით და გვკითხა:

-რაშია საქმე?

როგორც კი მისი ხმა გავიგეთ,მაშინვე ტყვიანაკრავებივით წამოვხტით,მივუბრუნდით და ვუპასუხეთ:

-არაფერია,ტომო-შეგიძლია დამშვიდდე.

ცოტა არ იყოს შევშინდი,როცა დავინახე თუ როგორ გვიყურებდა-ბოლოს კი ჩაახველა და გვითხრა:

-ვიცი,რომ რაღაცას მალავთ,მაგრამ დროა ყველაფერი აღიაროთ-ლუკმა მითხრა,რაშიცაა საქმე.

ძალიან შეგვეშინდა-ვერც კი მივხვდით,რას გულისხმობდა-უბრალოდ ვიდექით და დაბნეულები ვუყურებდით ერთმანეთს-ბოლოს კი ეშტონი ლუის მიუბრუნდა და ჰკითხა:

-ძმაო,ვერაფერს მივხვდი-რაზე ლაპარაკობ?

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ბოროტი დედაბერივით ჩაიხითხითა-ბოლოს კი დოინჯი შემოირტყა და უპასუხა:

-ვიცი,რომ საიდუმლო აგენტები ხართ

საწყალ ეშტონს ამის გაგონებისას სიბრაზისგან მთელი სახე აუწითლდა,მაგრამ როგორღაც მოახერხა,ღრმად ჩაისუნთქა და უთხრა:

-ტომო,ვიცი,რისი თქმაც გინდა-გინდა,მითხრა,რომ ეს საქმე ძალიან საშიშია და თუ სასწრაფოდ არ შევეშვებით,ამით ჩვენი ცხოვრებაც და ბენდის კარიერაც განადგურდება-ფანები კი ზურგს შეგვაქცევენ,მაგრამ მინდა გითხრა,რომ სანერვიულო არაფერია-მინდა იცოდე,რომ ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით ჩვენს ფანებზე და ეს ყოველთვის ასე იქნება

-მაგრამ... არ ფიქრობ,რომ უკვე დროა შეწყვიტოთ იმ გიჟის დევნა?-ძალიან კარგად იცით,რომ ვერასდროს დაიჭერთ და ყოველი თქვენი მცდელობა კრახით დასრულდება

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ჩაიფრუტუნა,წამოხტა და მთელ ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა-თან ამბობდა:

-რამე უნდა მოვიფიქროთ-ლუკმა მითხრა,რომ ის და რიკი დღეს საღამოს,სწორედ იმ საწყობში აპირებენ მის მიყვანას და დაკითხვას,რომელზეც სემისთვის გაგზავნილ წერილში ლაპარაკობდა

-იმედია ახლა მაინც იტყვის,რა ჯანდაბა უნდოდა ჩემი მშობლებისგან-ბრაზმორეულმა დავიჩურჩულე და ირგვლივ მიმოვიხედე-როგორც კი ლუიმ ეს გაიგო,მაშინვე მკითხა:

-სემ,ძვირფასო,ყველაფერი რიგზეა?

როგორც კი მისი ხმა გავიგე,მაშინვე გველნაკბენივით შევხტი ერთ ადგილზე-ბოლოს კი,როცა გონს მოვედი,ვუპასუხე:

-ყველაფერი კარგადაა,ლუი

-თუ ასეა,რა გჭრის,ძვირფასო?-გაფითრებული მეჩვენები-გთხოვ,შემომხედე-მითხრა ეშტონმა და მაგრად ჩამეხუტა-მე კი ხმის კანკალით ვუთხარი:

-ა... არ დავ... დავუშვებ,რომ ეს გააკეთო

-საყვარელო,ეს ჩემი სამუშაოა-როგორც კი ეს მითხრა,სიბრაზისგან სახეაწითლებულმა ვუყვირე:

-გაჩუმდი! შეწყვიტე ამ შენ წყეულ სამუშაოზე ფიქრი და ლაპარაკი! -ვერ ხვდები,რომ ამით მეც საფრთხეში მაგდებ?-ხომ დამპირდი,რომ შეწყვეტდი ამ ბინძურ თამაშს?!

-ძვირფასო,გთხოვ,მაპატიე-ძალიან...-ის ის იყო,სათქმელი უნდა დაესრულებინა,რომ მაშინვე მოვშორდი და გააფთრებულმა ვუყვირე:

-გაჩუმდი! არ გაბედო იმის გამეორება,რომ გიყვარვარ და ჩემი დაცვა გინდა-ასე რომ იყოს,ამ საშინელებაში თავს ნამდვილად არ გაჰყოფდი-ყველაფერს თავად მივხედავ!-ბოლოს კი წამოვხტი და ტყვიანაკრავივით გავვარდი გარეთ

დიდხანს დავრბოდი,ბოლოს კი იმ საწყობსაც მივადექი,რომელშიც ის გიჟი წერილში ლაპარაკობდა-დიდხანს ხეტიალის მერე კი ნაბიჯების ხმა მომესმა-ვიღაც მომიახლოვდა და ხრინწიანი ხმით მკითხა:

-მის ჰემინგს,რაშია საქმე? მეძებდით?

როგორც კი მივხვდი,რომ ეს ჯორჯის ხმა იყო,მივუბრუნდი და გააფთრებულმა ვუყვირე:

-ნაძირალავ! ყველაფრისთვის გაზღვევინებ!-ბოლოს კი ჯიბიდან დანა ამოვიღე და ვცადე,მისთვის დამერტყა,მაგრამ ვერ მოვახერხე-ეს კი იმიტომ,რომ დანა პირდაპირ მუცელში მომხვდა და მოწყვეტით ჩავიკეცე ერთ ადგილზე.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now