როგორც კი ეს გავიგეთ,მაშინვე შეშინებულებმა შევხედეთ ერთმანეთს,მაგრამ ბოლოს,სანამ რაღაცის თქმას დავაპირებდი,ლუკის ხმა მომესმა-ჩვენ უკან გაშეშდა და მხიარულად შესძახა:
-ჰეი,აბა რა ხდება?
როგორც კი მისი ხმა გავიგე,მაშინვე ადგილზე გავშეშდი,მაგრამ ბოლოს,როცა უკვე გონს მოვედი და წინ ნელი ნაბიჯებით შევბრუნდი,თვალები რამდენჯერმე დავახამხამე-შემდეგ კი შევკივლე,მასთან მივირბინე,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-პინგვინო,ძალიან მომენატრე.
დიდხანს ვიდექით და ერთმანეთს ვეხუტებოდით-თან ჩუმად ვტიროდით-ბოლოს კი,როცა ერთმანეთს მოვშორდით,შემომხედა,სუსტად გამიღიმა და თითქმის ჩამწყდარი ხმით მითხრა:
-სემ,ჩემო პატარავ,გპირდები,რომ ყოველთვის შენთან ვიქნები და არასდროს მიგატოვებ-გთხოვ,მაპატიე,რომ არ დაგიჯერე
არაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ ვუღიმოდი და ცრემლებს ვუმშრალებდი-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ვუთხარი:
-ჩემო საყვარელო პინგვინო,დამშვიდდი-მთავარია,რომ ყველაფერი მორჩა-ვერ დავუშვებ,რომ მსგავსი რამ ისევ ჩაიდინო-კარგად მესმის,თუ რამდენად რთულია საიდუმლო აგენტის ცხოვრება,მაგრამ არ გთხოვ,რომ ამ საქმიანობას შეეშვა-შენ ჩემი ერთადერთი და საყვარელი ძამიკო ხარ-მხოლოდ ის მინდა,რომ ბედნიერი იყო.
დიდხანს იდგა გაუნძრევლად და მიღიმოდა-ბოლოს კი,სანამ რამის თქმას დავაპირებდი,ჩვენთან ეშტონმა მოირბინა და მხიარულად შესძახა:
-ჰეი,აბა რა ხდება?
-ყველაფერი კარგადაა,მამიკო
-ყველაფერი შესანიშნავადაა,ეშ-ვუთხარი და ფართოდ გავუღიმე
-ყველაფერი გასაგებია,პატარა პინგვინო,მაგრამ ხომ არ იცი,ლუკს რა დაემართა?-მკითხა და ლუკისკენ შებრუნდა-როგორც ყოველთვის,ლუკმა ახლაც უარჰყო ყველაფერი,გიჟივით ახარხარდა და უთხრა:
-რა სისულელეა,ძმაო?-ყველაფერი შესანიშნავადაა-ალბათ რაღაც გეჩვენება
როგორც ჩანს,მისი სიტყვების მოსმენა დიდად არ ესიამოვნა-მაშინვე ჩაახველა,დოინჯი შემოირტყა და ჰკითხა:
-ლუკ,შენ რა-დამცინი?
ის ის იყო,უნდა ეპასუხა,რომ კარზე გაბმული კაკუნი ატყდა
-ახლავე ვნახავ,ვინ არის-ვთქვი და კარისკენ წავედი-გავაღე თუ არა და ჰარი დავინახე,მაშინვე ფართოდ გავუღიმე,ხელი დავუქნიე და ვკითხე:
-ჰეი,ჰაროლდ,როგორ ხარ?
-ყველაფერი შესანიშნავადაა,პრინცესავ-ლუკთან სასწრაფო საქმე მაქვს-სახლშია?-მკითხა და მთელ ოთახს თვალი მოავლო-ბოლოს კი,სანამ რამეს ვეტყოდი,ლუკმა დამასწრო და უპასუხა:
-შემოდი,ჰაზა-მანაც დაუჯერა და ხტუნვა-ხტუნვით შემოვიდა სახლში-ბოლოს კი მასთან მივიდა,დოინჯი შემოირტყა,ჩაახველა და უთხრა:
-ლუკ,სიმართლის დამალვას აზრი არ აქვს-ლუიმ ყველაფერი მითხრა
როგორც კი ეს გაიგო,სახეზე მაშინვე მკვდრის ფერი დაედო,მაგრამ ბოლოს მოახერხა და ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:
-ყ... ყველაფერი სიმართლეა,ჰაროლდ-მე და ეში საიდუმლო აგენტები ვართ.

BẠN ĐANG ĐỌC
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...