"იდუმალი წერილი" თავი 1

373 4 0
                                    

პროლოგი

ძნელი დასაჯერებელია იმის ცოდნა,რომ შეიძლება შენი ერთადერთი ძმა და შენი საყვარელი ადამიანი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ-სწორედ მაშინ,როცა ფიქრობ,რომ მათზე ყველაფერი იცი,წამებში შენს თვალწინ მწარე რეალობა გადაიშლება-აღმოაჩენ,რომ ისინი სულაც არ იყვნენ ისინი,ვინც გეგონა და საკმაოდ საშიშ საქმიანობას ეწევიან.

გამარჯობა,მე  სემ ჰემინგსი ვარ,20 წლის-ერთი ჩვეულებრივი გოგო ჩვეულებრივი,მაგრამ არც ისე მშვიდი ცხოვრებით-ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა იქამდე,სანამ ვიღაცამ წერილი არ გამომიგზავნა-აი რა ეწერა იმ წერილში:

-თუ გინდა,რომ შენი ძმისა და შეყვარებულის ორმაგი ცხოვრების შესახებ ყველაფერი გაიგო,ძველი საწყობის ტერიტორიაზე მოდი-და იცოდე,არავის უთხრა,რაზეც ვილაპარაკებთ,თორემ ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.

დაახლოებით ათი წუთი ვიდექი ქანდაკებასავით გაშეშებული და ვცდილობდი გამეგო,თუ რაში იყო საქმე-ბოლოს კი იმდენად გავბრაზდი,რომ წერილი ნაკუწებად ვაქციე და მთელი ხმით დავიღრიალე:

-რადაც არ უნდა დამიჯდეს,ყველაფერს გავარკვევ! ამას ასე არ დავტოვებ!

ჩემი ყვირილის გაგონებისას ლუკი შეშინებული გამოიქცა სამზარეულოდან და დამინახა თუ არა,მაშინვე მკითხა:

-სემ,საყვარელო,რა დაგემართა? კარგად ხარ?

ძალიან შეშინებული ვიყავი და არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა-უბრალოდ ვიდექი და ერთიანად ვცახცახებდი-ბოლოს კი ცხარე ცრემლებით ავტირდი და ვკითხე:

-ლუკ,ეს სიმართლეა?

ძალიან დაიბნა,როცა ეს გაიგო,მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა,საყვარლად დაიკრიჭა და მკითხა:

-რაშია საქმე,ჩემო პრინცესავ?

როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე ნერვიულად ჩავახველე და ვუპასუხე:

-დღეს ვიღაცამ წერილი გამომიგზავნა-ამბობს,რომ თითქოს უნდა შენი და ეშტონის ორმაგ ცხოვრებაზე ყველაფერი მითხრას,მაგრამ გამაფრთხილა,რომ ამაზე არავის არაფერი ვუთხრა,თორემ ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება

როგორც კი ეს ვუთხარი,სახეზე მაშინვე მკვდრის ფერი დაედო,მაგრამ ბოლოს მოახერხა და ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:

-რ... რის თქმას ცდილობ,ძვირფასო?

ძალიან ცუდად ვიყავი-არც კი ვიცოდი,როგორ მეთქვა მისთვის ეს ყველაფერი,მაგრამ როგორც იქნა მოვახერხე,ღრმად ჩავისუნთქე და ვუთხარი:

-ყველაფერს მოგვიანებით გაიგებ,პინგვინო.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin