"საფრთხეში მყოფი ეშტონი" თავი 26

41 1 0
                                    

როგორც კი ეს გავიგეთ,მე,ჯემამ და ჰარიმ მაშინვე შეშინებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ჯემამ შეჰკივლა:

-მგონი ვიცი,ვისი ბრძანებითაც მოქმედებს ის არაკაცი!

ყველას ძალიან შეგვეშინდა-განსაკუთრებით კი-ლუკს და ჰარის-იდგნენ და დაბნეულები უყურებდნენ ერთმანეთს-ბოლოს კი ერთიანად გაფითრებულმა ჰარიმ ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:

-რ... რას გულისხმობ,ჯემა?

პასუხად მხოლოდ დუმილი

-ჯემა,რა დაგემართა?-როცა ლუკმა კითხვა ხელმეორედ გაუმეორა,ნერვიულად ჩაახველა და უპასუხა:

-ყველაფერში ნაძირალა ჯონათანის ხელი ურევია.

ამის გაგონებისას სახეაწითლებული ეშტონი წამოხტა და წამოიყვირა:

-ასეც ვიცოდი! ვიცოდი,რომ ამ საქმეში იმ არაკაცის ხელი ერია!-მაგ ნაძირალას ჩემი ხელით დავახრჩობ!-ბოლოს კი ჯემას და ლუკს მიუბრუნდა და უთხრა:

-წავალ,იმ არაკაცს მოვძებნი და საკადრისად დავსჯი-თქვენ კი მანამდე სემს მიხედეთ

-ეშტონ,კარგად დაფიქრდი-იმ შეშლილის გამო თავს საფრთხეში იგდებ-როგორც კი ლუის ხმა გაიგო,მიუბრუნდა და როგორც შეეძლო,აუღელვებლად უთხრა:

-ლუი,მეგობარო,გთხოვ დამშვიდდი-ვიცი,რაც უნდა გავაკეთო

-მაგრამ... ჩვენ შენს დახმარებას ვცდილობთ-არ გვინდა,რომ...-როგორც ყოველთვის,არც ამჯერად დაასრულებინა სათქმელი-წარბაწეულმა შეხედა და უპასუხა:

-ძმაო,ვიცი,რომ გინდათ დამეხმაროთ,მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია-ის მანიაკი აუცილებლად უნდა მოვძებნო და საკადრისად უნდა დავსაჯო

-თუ ასეა,მე და სემი შენთან ერთად წამოვალთ-პატარა პინგვინო,მომყევი-მითხრა და მანიშნა,რომ წამოვმდგარიყავი,მაგრამ მაშინვე გაგვაჩერა და გვითხრა:

-სჯობს ისე მოიქცეთ,როგორც გითხარით-თქვენი იქ წამოსვლა ნამდვილად არ არის საჭირო-ყველაფერს თავად მივხედავ

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)حيث تعيش القصص. اكتشف الآن