ყველას ძალიან შეგვეშინდა-განსაკუთრებით კი-მაიკლს-დაახლოებით ათი წუთი ერთიანად ცახცახებდა,მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა,რომ მეტს ვეღარ უძლებდა,მოწყვეტით ჩაიკეცა ადგილზე
-ძმაო,გონს მოდი!-შეჰყვირა ლუკმა,მასთან ახლოს ჩაიმუხლა და სცადა მოესულიერებინა,მაგრამ უშედეგოდ-დიდხანს წვალების შემდეგ კი,როცა თვალები გაახილა,აქეთ-იქით მიმოიხედა და შეშინებულმა გვკითხა:
-რა დამემართა? სად ვარ?
როგორც კი მე და ლუკმა ეს გავიგეთ,მაშინვე წამოვაყენეთ და სიცილით ვუპასუხეთ:
-ყველაფერი რიგზეა,მაიკი-უბრალოდ,ძალიან შეშინებული იყავი და გული წაგივიდა.
არაფერს ამბობდა-უბრალოდ იწვა და თვალებს დამფრთხალი აცეცებდა აქეთ-იქით-ბოლოს კი წამოდგა,ჰარის მიუბრუნდა და ჰკითხა:
-ჰაროლდ,შეგიძლია მითხრა რა ჩაიფიქრე?
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ეშმაკურად ჩაიღიმა და უპასუხა:
-ვიცი,რაც უნდა გავაკეთო,ძმაო-ამაში კი შენი და ჯემას დახმარება დამჭირდება.
ყველას ძალიან გაგვიკვირდა,როცა ეს გავიგეთ-ნუთუ ამ საშინელებაში ჯემას გარევა გადაწყვიტა? ნუთუ უნდა,რომ საკუთარი და იმ მანიაკს მსხვერპლად შესწიროს?-მგონი სულ გაგიჟდა და სანამ დროა,უნდა დავეხმაროთ
-ჰარი,დარწმუნებული ხარ,რომ ჯემასთვის ამ ყველაფრის თქმა სწორი გადაწყვეტილებაა?-ჰკითხა ლუკმა და პასუხის მოლოდინში ნერვიულად ჩაახველა-მას კი თავი ისე ეჭირა,თითქოს არაფერი ხდებოდა და ყველაფერი რიგზე იყო-როგორც კი ეს გაიგო,სრულიად მშვიდი გამომეტყველებით უპასუხა:
-მენდე,ლუკ-ვიცი,რაც უნდა გავაკეთო-ის არაკაცი უნდა გავიტაცოთ და ვაწამოთ-ამაში კი ჯემა დაგვეხმარება
-ჰარი,შენ რა-სულ გაგიჟდი?-ვკითხეთ მე და კალუმმა,მაგრამ ის ხმას არ იღებდა-უბრალოდ იდგა და გამომცდელად გვიყურებდა
-ჰარი,ამას არ გააკეთებ-როგორც კი ეშტონმა ეს უთხრა,მაშინვე ჩაახველა და სრულიად აუღელვებლად უპასუხა:
-ეშტონ,შეგიძლია დამშვიდდე-მეც ისე ვღელავ,როგორც თქვენ და არ მინდა,რომ ჩემი და იმ მანიაკის გამო ასეთ დღეში ჩავარდეს-ყველაფერს ისე გავაკეთებ,რომ არც მას მიადგება ზიანი და არც ჩვენ დაგვემართება რამე
-თუ ასეა,ყველაფერს მე გავაკეთებ-ვთქვი,წამოვდექი და კარისკენ წავედი,რა დროსაც ხელზე ვიღაცის ძლიერი ჩაჭიდება ვიგრძენი-ბოლოს კი,როცა წინ შევბრუნდი და ეშტონი დავინახე,თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:
-ეშ,გთხოვ,ნუ ეცდები ჩემს შეჩერებას-იმ ნაძირალამ ჩემი მშობლები დახოცა-ამისთვის კი საკადრისად უნდა დაისაჯოს
-სემ,ჩემო საყვარელო,გთხოვ,ამას ნუ გააკეთებ-ყველაფერს მე,ბიჭები და ჯემა მივხედავთ
-ეში მართალია,ძვირფასო-ყველაფერს ჩვენ მივხედავთ-შენ კი უბრალოდ დამშვიდდი და ნურაფერზე ინერვიულებ-მითხრა ლუკმა,როგორც კი ეს გაიგო-მე კი მაშინვე ნერვიულად ჩავახველე და ვკითხე:
-ლუკ,დარწმუნებული ხარ,რომ სწორად იქცევი?
პასუხად მხოლოდ თავი დამიქნია და ფართოდ გამიღიმა-ბოლოს კი შუბლზე მაკოცა და მითხრა:
-პატარა პინგვინო,გთხოვ,სახლში დარჩი და დაგველოდე-გპირდები,რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და მალე დავბრუნდებით-ახლა კი დანარჩენებსაც უნდა შევატყობინოთ ეს ყველაფერი
-დროებით,პრინცესავ-მითხრა ჰარიმ და გარეთ შურდულივით გავარდა
-კალუმ,რას აპირებ?-წამოხვალ თუ არა ჩვენთან ერთად?-მაიკლი მაშინვე კალუმს მიუბრუნდა და დაიცადა,სანამ რამეს ეტყოდა-ის კი იმდენად იყო შეშინებული,რომ ერთ სიტყვასაც კი ვერ ამბობდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი უპასუხა:
-როგორც იტყვი,მაიკლ-და მის ნაბიჯებს გაჰყვა-როგორც კი ყველა გარეთ გავიდა და კარი ჩავკეტე,მაშინვე სავარძელში ჩავესვენე და მალევე მკვდარივით ჩამეძინა.
ESTÁS LEYENDO
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanficეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...