მართლაც-ყველაფერი ძალიან მაგრად იყო-ის მანიაკი ლუკის წყალობით მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს,ჩვენ კი აღარანაირი საფრთხე აღარ დაგვემუქრება-მაგრამ ცოტა არ იყოს,მაინც მეშინია-არ მინდა,რომ ყველაფერი ასე ჩქარა დასრულდეს
დიდხანს ვიჯექი ჩუმად,მაგრამ ბოლოს ჩავახველე და თითქმის ჩამწყდარი ხმით ვკითხე:
-ლუკ,დარწმუნებული ხარ,რომ ყველაფერი კარგად იქნება?
არ ვიცი რატომ,მაგრამ როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე გიჟივით ხარხარი დაიწყო-ბოლოს კი საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:
-მის ჰემინგს,თქვენ რა-ფიქრობთ,რომ ეს ასე დასრულდება?-ფიქრობთ,რომ იმ შეშლილის დევნას შევეშვი?-ძალიან მალე ის მანიაკი სასტიკად დაისჯება.
ძალიან შემეშინდა,როცა ეს გავიგე,მაგრამ მაინც ვკითხე:
-ლუკ,რა ჯანდაბა ჩაიფიქრე?
ისე რომ არაფერი უთქვამს,საყვარლად დაიკრიჭა-ბოლოს კი ჩურჩულით მითხრა:
-დამშვიდდი,საყვარელო-ისეთს არაფერს ჩავიდენ,რაც შენ და ბიჭებს ზიანს მოგაყენებთ
ძალიან შეშინებული ვიყავი-არც კი ვიცოდი,როგორ დავხმარებოდი-ძალიან მინდოდა,რომ სანამ გვიანი არ იყო შემეჩერებინა,მაგრამ როგორც ჩანს,ამას აზრი არ ჰქონდა-მაშინვე თავი ჩავქინდრე,ცრემლები რომ დამემალა და ჩურჩულით ვუთხარი:
-როგორც ჩანს,ვერაფერს გავხდი-შენ მკვლელად იქეცი,მე კი სრულიად უუნარო ვარ-ვერაფრით გეხმარები.
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ჩემთან ახლოს ჩაიმუხლა,თავი ამაწევინა,ცრემლები შემიმშრალა და მითხრა:
-საყვარელო,მაპატიე,რომ ამ ყველაფრის გადატანა გიწევს-ბოლოს კი გულში ჩამიკრა და მწარედ აქვითინდა
-ლუკ,რა დაგემართა?-ვკითხე,მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს-დიდხანს ტირილის მერე კი,როცა ოდნავ მაინც დამშვიდდა,მითხრა:
-სემ,ჩემო საყვარელო,ჩემნაირი ძმის ყოლის ღირსი ნამდვილად არ ხარ-ჩემი წყეული ორმაგი ცხოვრებით შენც გაგაუბედურე-არც დედასთვის და მამასთვის მომიტანია ბედნიერება ამ ყველაფრით-ნამდვილი არაკაცი ვარ-ყველაფერი თავის დროზე უნდა მეთქვა
-ლუკ,გაჩუმდი! მსგავსი სისულელის გამეორება აღარ გაბედო!-ვუყვირე მოთმინებადაკარგულმა-ამ დროს კი ოთახში მაიკლმა შემოჰყო თავი და შეშინებულმა გვკითხა:
-ყველაფერი რიგზეა?
-შეგიძლია დამშვიდდე,მაიკი-როგორც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე-მან კი აღელვებულმა მკითხა:
-სემ,ძვირფასო,ყველაფერი რიგზეა?
-დამშვიდდი,ძმაო-უბრალოდ ვლაპარაკობდით-უთხრა ლუკმა
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ფართოდ გაგვიღიმა და გვითხრა:
-როგორც იტყვით-დროებით-ბოლოს კი შებრუნდა და ღიღინ-ღიღინით გავიდა ოთახიდან
როგორც კი თვალს მიეფარა,ლუკი მაშინვე მომიბრუნდა,საყვარლად დაიკრიჭა და მკითხა:
-ჩემო პრინცესავ,ჩემზე ისევ ბრაზობ?
ძალიან გამიკვირდა,როცა ეს მკითხა,მაგრამ ბოლოს გიჟივით ავხარხარდი,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-შე სულელო,საიდან მოიტანე,რომ შენზე ვბრაზობ?-უკვე ასჯერ მაინც გითხარი,რომ ყველაფერი დავივიწყე და რაც უნდა მოხდეს,არასდროს მიგატოვებ-შენ ხომ ჩემი ერთადერთი და საყვარელი ძამიკო ხარ?-ვალდებული ვარ ყოველთვის შენს გვერდით ვიყო და ყველაფერში დაგეხმარო
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:
-ძალიან მიყვარხარ,პატარა პინგვინო
-მეც ძალიან მიყვარხარ,გოლიათო-ჩურჩულით ვუთხარი და ფართოდ გავუღიმე-ბოლოს კი დოინჯი შემოვირტყი,წარბაწეულმა შევხედე და ვუთხარი:
-იცოდე,ამიერიდან უნდა შეწყვიტო იმ მანიაკის დევნა,თორემ შარში გაეხვევი
დიდხანს მიყურებდა ხმაამოუღებლად-ბოლოს კი,როცა მიხვდა,რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა,დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია და სიცილით მითხრა:
-შენ გაიმარჯვე,პრინცესავ-ყველაფერი ისე იქნება,როგორც იტყვი.
DU LIEST GERADE
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...