ტყეში თითქმის მთელი დღე გავატარეთ-როგორ კი მოსაღამოვდა,ძალაგამოცლილმა ლუკმა ჯონათანს შეხედა და ზიზღნარევი ხმით უთხრა:
-ნაძირალავ,ღმერთს მადლობა უთხარი,რომ ჩემს ტყვიას არ ემსხვერპლე-ახლა ჩვენი წასვლის დროა-შენ კი აქ ეგდები,ძაღლივით მარტოდმარტო და ვერავინ მოგაგნებს-იმედია მალე ჩაძაღლდები-ბოლოს კი ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა:
-წასვლის დროა,პატარა პინგვინო-ალბათ ბიჭები ძალიან ღელავენ.
მთელი გზა თავჩაქინდრული ვიჯექი და გაურკვევლად ვბუტბუტებდი რაღაცას-ბოლოს კი ნერვიულად ჩავახველე,შევხედე და ვკითხე:
-ლუკ,დარწმუნებული ხარ,რომ სწორად მოვიქეცით?
-ყველაფერი კარგად იქნება,საყვარელო-დამშვიდდი-ღიმილით მითხრა და ისევ გზას გახედა
დიდხანს დავდიოდით,ბოლოს კი,როცა სახლამდე მივაღწიეთ და მანქანიდან გადავედით,ეშტონი ტირილით გამოიქცა გარეთ,ჩემთან მოირბინა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-ძვირფასო,ძალიან შემაშინე-მადლობა ღმერთს,არაფერი დაგემართა
-ყველაფერი კარგადაა,ეშ-ჩურჩულით ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე-როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდით,ლუკი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა:
-დამშვიდდით,ყველაფერი მორჩა-მოდით,სახლში შევიდეთ
დავუჯერეთ და ისე მოვიქეცით,როგორც გვითხრა-ისე რომ მათთვის არაფერი მითქვამს,მაშინვე ჩემი ოთახისკენ წავედი-ბოლოს კი,როცა შიგნით შევედი,საწოლზე მოწყვეტით დავეცი და მალევე მკვდარივით ჩამეძინა.
არ მახსოვს,რამდენი საათი ან წუთი გავატარე ასე,მაგრამ როგორც კი ტელეფონის სიგნალის ხმა მომესმა,თვალები მაშინვე დავაჭყიტე და თავი წამოვყავი-ბოლოს კი,როცა ეკრანს დავხედე და ლიამის შეტყობინება დავინახე,მაშინვე მისი ნომერი ავკრიფე-როგორც კი ჩემი ხმა გაიგო,შვებით ამოისუნთქა და მითხრა:
-პატარა პინგვინო,მადლობა ღმერთს,რომ შენი ხმა გავიგე-იცი როგორ შემეშინდა?-მთელი დღე ვცდილობ,შეგეხმიანო,მაგრამ ვერაფერს გავხდი-ლუკსაც ვურეკავდი,მაგრამ უშედეგოდ-არც შეტყობინებეზე მპასუხობს-გთხოვ,მითხარი,რაშია საქმე
-ყველაფერი რიგზეა,პეინო-როგორც შემეძლო აუღელვებლად ვუთხარი-მან კი ეჭვნარევი ხმით მკითხა:
-სემ,შენ ალბათ დამცინი-დარწმუნებული ხარ,რომ ყველაფერი რიგზეა?
არც კი ვიცოდი,რა უნდა გამეკეთებინა-დიდხანს ვყოყმანობდი იმაზე,მეთქვა თუ არა მისთვის ეს ყველაფერი-მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდი,რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი,ვუთხარი:
-ყველაფერი არც ისე კარგადაა,როგორც ფიქრობ,პეინო
ძალიან შეეშინდა,როცა ეს გაიგო-საკმაოდ დიდხანს იყო ჩუმად,მაგრამ ბოლოს ხმის კანკალით მკითხა:
-პატარა პინგვინო,გთხოვ,ნუღარ მაწვალებ-აღარ მეტყვი,რაშია საქმე?
ისეთი შეშინებული ვიყავი,რომ არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა-მაგრამ ბოლოს,როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,ვუთხარი:
-თუ შეგიძლია,საღამოს ჩემთან მოდი-ყველაფერს აგიხსნი-მაგრამ მხოლოდ იმ პირობით,თუ ბიჭებს არაფერს ეტყვი.
ВЫ ЧИТАЕТЕ
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Фанфикეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...