მთელი ღამე ჩემთან იყო და გვერდიდან წუთითაც არ მომშორებია-მომდევნო დღეს კი,როგორც კი თვალები გავახილე და დამინახა,ღიმილით მკითხა:
-როგორ ხარ,პრინცესავ?
არაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ ვუღიმოდი,მაგრამ ბოლოს მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-ყველაფერი კარგადაა,პინგვინო.
ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი,მაგრამ არ ვიმჩნევდი-მაგრამ ლუკს ხომ ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს?-როგორც ყოველთვის,ახლაც მიხვდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო-მაშინვე დოინჯი შემოირტყა და მკითხა:
-სერიოზულად,პატარა პინგვინო? ყველაფერი რიგზეა?
პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე-ის კი მაინც არ მეშვებოდა-ისევ ერთსა და იმავეს მიმეორებდა:
-სემ,ჩემო საყვარელო,ვიცი,რომ რაღაც მოხდა-გთხოვ,მითხარი,რაშია საქმე-მე კი იმის ნაცვლად,რომ მასზე გავბრაზებულიყავი,სიცილით ვეუბნებოდი:
-ნუ ღელავ,ლუკ-ყველაფერი კარგადაა-უეცრად,როგორც კი მაჯებზე შემომხედა და დაინახა,რომ სახვევები მოხსნილი მქონდა,ღიმილით მითხრა:
-როგორც ჩანს,ყველაფერი მართლაც ძალიან მაგრადაა,ჩემო ლამაზო პინგვინო
-მაგრამ არ ვიცი,როდის ჩაცხრება ეს წყეული იარები-ბრაზმორეულმა დავიჩურჩულე და ხელები მუხლებზე დავიწყე-მან კი ფართოდ გამიღიმა და მითხრა:
-დამშვიდდი,ძვირფასო-გპირდები,რომ ძალიან მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და შენი იარებიც მალე ჩაცხრება
-ნაილმა მითხრა,რომ ის შეშლილი სწორედ შენ მიიყვანე პოლიციის განყოფილებაში-როგორც კი ეს ვუთხარი,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა,შუბლზე მაკოცა და ჩურჩულით მითხრა:
-ასეა,ძვირფასო-გთხოვ,შეწყვიტე მასზე ფიქრი-გპირდები,რომ ის გადარეული ამიერიდან ვეღარაფერს დაგიშავებს
-მაგრამ შეგეძლო,ჩემთვის ან ბიჭებისთვის გეთხოვა დახმარება-როგორც კი ეს ვუთხარი,მაშინვე დოინჯი შემოირტყა,ჩაახველა და მითხრა:
-საჭირო არ იყო,პატარა პინგვინო-ეშტონსაც დავპირდი,რომ ყველაფერს თავად მივხედავდი და ეს ასეც მოხდა-არც ის მინდოდა,რომ შენ ან დანარჩენებს რამე დაგშავებოდათ
-უკვე ორი დღეა,რაც ლიამისგან არაფერი მსმენია-ალბათ რამე დაემართა-შეშინებულმა დავიჩურჩულე,ტელეფონს ხელი დავავლე და მასთან დარეკვა დავაპირე,მაგრამ მაშინვე მესიჯის სიგნალის ხმა გაისმა-როგორც კი ეკრანს დავხედე და ზედ ლიამის შეტყობინებას მოვკარი თვალი,შვებით ამოვისუნთქე-აი რას მწერდა:
-პრინცესავ,შეგიძლია დამშვიდდე-ბიჭებს და ჯემას უკვე ყველაფერი ვუთხარი და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის,რომ ის შეშლილი ციხიდან ვეღარასდროს გამოვიდეს
დაახლოებით ათი წუთი ვიჯექი ყურებამდე გაბადრული და ვერაფერს ვამბობდი,მაგრამ ფიქრებიდან მალევე გამოვერკვიე-ლუკმა ხელზე ხელი დამადო,საყვარლად დაიკრიჭა და მკითხა:
-პატარა პინგვინო,ყველაფერი კარგადაა?
არაფერი მითქვამს-უბრალოდ ტელეფონი გავუწოდე და იქამდე ვუცადე,სანამ შეტყობინების კითხვას დაასრულებდა-ბოლოს კი,როცა ტელეფონი დამიბრუნა,ფართოდ გამიღიმა და მითხრა:
-როგორც ჩანს,სანერვიულო აღარაფერი გვაქვს.
BINABASA MO ANG
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...