დიდხანს ვიარეთ-ბოლოს კი,როცა სახლამდე მივაღწიეთ,მანქანა იქვე ახლოს შევაჩერე-ნაილმა კი მზრუნველი ხმით მითხრა:
-პრინცესავ,თუ გინდა ერთად ავუხსნათ ბიჭებს ყველაფერი
არაფერი მითქვამს-უბრალოდ ვიჯექი და თავჩაქინდრული გაურკვევლად ვბუტბუტებდი რაღაცას-ბოლოს კი თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:
-საჭირო არ არის,ნაილერ
ცოტა არ იყოს შეეშინდა,მაგრამ როცა ვუთხარი,რომ ყველაფერი რიგზე იყო და შეეძლო სახლში მშვიდად წასულიყო,ფართოდ გამიღიმა და მითხრა:
-როგორც იტყვი,პრინცესავ-დროებით-ბოლოს კი კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.
დიდხანს ვიჯექი საჭესთან და ჩემს დღევანდელ საქციელზე ვფიქრობდი-არც კი ვიცოდი,უნდა მეთქვა თუ არა ლუკისთვის ეს ყველაფერი-ვერც დანარჩენებს დავუმალავ იმას,რაც მე და ნაილმა ჩავიდინეთ-მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდი,რომ სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა,კარი გავაღე,მანქანიდან გადავედი და სახლში ნელი ნაბიჯებით შევედი
როგორც კი ჩემი ფეხის ხმა გაიგეს,ლუკმა და ეშტონმა მაშინვე გიჟებივით ჩამოირბინეს მეორე სართულიდან და შეშინებულებმა მითხრეს:
-პრინცესავ,ძალიან შეგვაშინე-ბოლოს კი ეშტონი მაგრად ჩამეხუტა და ტირილით მკითხა:
-ჩემო ლამაზო პინგვინო,იცი როგორ შეგვეშინდა?-სად იყავით აქამდე შენ და ნაილერი?
არაფერს ვამბობდი-უბრალოდ ვიდექი და ერთიანად ვცახცახებდი-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,ვუპასუხე:
-ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნით-შემდეგ კი,როცა ჩემი ოთახისკენ წასვლა დავაპირე,ლუკი დამეწია,შემაჩერა და მკითხა:
-სემ,საყვარელო,ყველაფერი რიგზეა?
-ლუკ,მაპატიე,მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვი-გთხოვ,მომეცი უფლება,რომ რამდენიმე წუთით მარტო დავრჩე-ბოლოს კი შევბრუნდი და ატირებული გავიქეცი ჩემი ოთახისკენ.
დაახლოებით ათი წუთი ვიყავი საწოლზე დამხობილი და ბალიშში თავჩარგული ვტიროდი-რამდენიმე წუთში კი კარზე კაკუნის ხმა გავიგე
-ლუკ,მარტო დამტოვე-დავიჩურჩულე ისე,რომ ბალიში სახიდან არ მომიშორებია-მეგონა,ლუკს ჩემთან ლაპარაკი უნდოდა,მაგრამ როცა კარი გაიღო და იქვე მდგომი კალუმის ხმა გავიგე,თავი ნელ-ნელა ავწიე,შევხედე და თითქმის ჩამწყდარი ხმით ვკითხე:
-კალუმ,აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ იდგა და ნაღვლიანი გამომეტყველებით მიყურებდა-დიდხანს ჩუმად დგომის მერე კი ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში,საწოლზე ჩამოჯდა და მითხრა:
-პატარა პინგვინო,გთხოვ,მითხარი რაშია საქმე-გპირდები,რომ ბიჭები ვერაფერს გაიგებენ იქამდე,სანამ ეს შენ არ მოგინდება
ძალიან შეშინებული ვიყავი-დიდხანს ყოყმანის შემდეგ კი გადავწყვიტე მეთქვა,რაშიც იყო საქმე-როცა ყველაფრის მოყოლა დავასრულე,მძიმედ ამოვიხვნეშე და ვუთხარი:
-სულ ეს არის,რისი თქმაც შემიძლია,კალ პალ
არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ იჯდა და ნაღვლიანი გამომეტყველებით მომჩერებოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი გულში ჩამიკრა და მითხრა:
-დამშვიდდი,ძვირფასო-გპირდები,რომ ბიჭები ვერაფერს გაიგებენ.
ESTÁS LEYENDO
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanficეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...