"ეშტონის საიდუმლო გეგმა" თავი 18

46 1 0
                                    

-მეც ძალიან მიყვარხარ,გოლიათო-ტირილისგან თითქმის ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,შევხედე,სუსტად გავუღიმე და ვუთხარი:

-ძამიკო,ჩემი წასვლის დროა-ხვალამდე

-სემი მართალია,ძმაო-კარგი იქნება,თუ დაგტოვებთ-ახლა დასვენება გჭირდება-პატარა პინგვინო,მოდი,სახლში წავიდეთ-მითხრა და მანიშნა,რომ უკვე წასვლის დრო იყო-მეც მაშინვე წამოვდექი და მას გავყევი.

როგორც კი სახლში დავბრუნდით,შეშინებულმა ეშტონმა მაშინვე ჩემთან მოირბინა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:

-სემ,ჩემო პრინცესავ,როგორ შემაშინე

-ყველაფერი რიგზეა,ძმაო-უბრალოდ ლუკის მოსანახულებლად ვიყავით-კალუმი სად არის?-ჰკითხა მაიკლმა და ოთახს თვალი მოავლო-ეშტონმაც,როგორც კი ეს გაიგო,ჩაახველა და უპასუხა:

-კალ პალი ძალიან დაიღალა-დიდხანს გიცადათ,მაგრამ ბოლოს ძალიან დაიღალა და მალე ჩაეძინა-ბოლოს კი მომიბრუნდა და აკანკალებული ხმით მკითხა:

-ს... საყვარელო,გაარკვიე,ვ... ვინ დაჭრა ლუკი?

როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე დოინჯი შემოვირტყი,ჩავახველე და ვუპასუხე:

-ეს თავადაც კარგად იცი,მამიკო.

ძალიან დაიბნა,როგორც კი ეს გაიგო,მაგრამ არაფერი შეიმჩნია-დაახლოებით ათი წუთი ჩუმად დგომის მერე კი,როცა მიხვდა,რომ ჩუმად ყოფნა აღარ შეეძლო,მკითხა:

-პატარა პინგვინო,გთხოვ,ნუღარ მაწვალებ-არაფერს მეტყვი?

მივხვდი,რომ სიმართლის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა-ასე რომ ჩავახველე და ვუპასუხე:

-მისტერ გენიოსი იმ მანიაკთან იყო მისული ციხეში-დიდხანს ცდილობდა,მაგრამ ვერაფერი ათქმევინა-ბოლოს კი იმ შეშლილმა დრო იხელთა და მძიმედ დაჭრა,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა და ყველაფერი უკეთესადაა

ძალიან გაბრაზდა,როცა ეს გაიგო,მაგრამ როგორღაც ახერხებდა და თავს იკავებდა,მთელი ხმით ყვირილი რომ არ დაეწყო

-ძმაო,რა გჭირს?-ჰკითხა მაიკლმა,მაგრამ მას ხმა არ ამოუღია-უბრალოდ იდგა და ერთიანად ცახცახებდა-თან ცრემლების შესაკავებლად ქუთუთოებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს-შემდეგ,როცა მიხვდა,რომ თავს ვეღარ იკავებდა,ხელები სახეზე აიფარა და მწარედ აქვითინდა-ბოლოს კი მთელი ხმით დაიღრიალა:

-ვიცოდი,რომ ეს ნაძირლა ჯორჯის ნამოქმედარია!

-საყვარელო,გთხოვ,დამშვიდდი-მის გვერდით ჩამოვჯექი და მაგრად ჩავეხუტე-დიდხანს ტირილის მერე კი შემომხედა და თითქმის ჩამწყდარი ხმით მკითხა:

-პრინცესავ,ლუკი მალე დაბრუნდება?

პასუხად მხოლოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე-ისიც მაშინვე ჩამეხუტა და მითხრა:

-ჩემო ლამაზო,რომ იცოდე,როგორ შემეშინდა-შენ რომ არ შეგეჩერებინე,იმ ნაძირალას აუცილებლად ჩემი ხელით მოვკლავდი

-ეშტონ,გაჩუმდი და დამშვიდდი-ყველაფერი კარგადაა-ლუკი ძალიან მალე დაბრუნდება-როგორც კი მაიკლის ხმა გაიგო,მაშინვე შეხედა,დოინჯი შემოირტყა და უთხრა:

-მაიკლ,უკვე ნერვებს მიშლი-იცოდე,არც კი სცადო ჩემი შეჩერება,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ-ის არაკაცი საკადრისად უნდა დაისაჯოს-ან ჩემთან ერთად იმოქმედებ,ან ყველაფერს მარტო მივხდედავ

-რ... რა ჩაიფიქრე?-ჰკითხა ენის ბორძიკით და თვალების ნერვიულად ცეცებას მოჰყვა

როგორც კი ეშტონმა ეს გაიგო,მაშინვე ჩაახველა,ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ბოროტი დედაბერივით ჩაიხითხითა-ბოლოს კი უთხრა:

-მისტერ კლიფორდ,მენდეთ-ვიცი,რაც უნდა გავაკეთო-გპირდებით,რომ ისეთს არაფერს ჩავიდენ,რაც თქვენც და დანარჩენებსაც ზიანს მოგაყენებთ.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now