" დამქანცველი მოგზაურობის დასასრული" თავი 15

51 1 0
                                    

ყველაფერი ძალიან მაგრად მიდიოდა-ოთხი თვის განმავლობაში განუწყვეტლივ ვმოგზაურობდით-ბოლოს კი,როცა სახლში დავბრუნდით,ძალაგამოცლილი ლუკი იქვე,მისაღებში  გაიშხლართა და საცოდავად ამოიკვნესა:

-ყველამ დამანებეთ თავი-აღარსად წასვლა აღარ მინდა.

ისეთი სასაცილო იყო,რომ თავს ძლივს ვიკავებდი-არ მინდოდა გიჟივით ხარხარი დამეწყო-ეშტონმა და კალუმმა კი მაშინვე მასთან მიირბინეს,წამოაყენეს და სიცილით უთხრეს:

-ძმაო,ძალიან დაიღალე-მოდი,ოთახში შეგიყვანთ და დაისვენე-ბოლოს კი სვენებ-სვენებით შეიყვანეს თავის ოთახში,ხოლო როცა დაბრუნდნენ,მხიარულად შესძახეს:

-საქმე დასრულებულია.

მართალია უკვე სახლში დავბრუნდით,მაგრამ რაღაც მაინც მიღრღნიდა გულს-ყოველთვის მეგონა,რომ ის მანიაკი ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა დაბრუნებულიყო და ჩვენთვის ისევ რამე დაეშავებინა

ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა უეცრად კალუმის ხმა გავიგე-მხარზე ნაზად დამკრა ხელი და მხიარულად შესძახა:

-ჰეი,მის ჰემინგს,რაშია საქმე? ყველაფერი რიგზეა?-მაგრამ მე ვერაფერს ვამბობდი-უბრალოდ ადგილს ვიყავი მიყინული და თვალებს შეშინებული ვაცეცებდი აქეთ-იქით

-საყვარელო,ყველაფერი რიგზეა?-ამჯერად ეშტონმა გამიმეორა კითხვა-როგორც კი მისი ხმა გავიგე,მაშინვე ცხარე ცრემლებით ავტირდი,მაგრად ჩავეხუტე და ვკითხე:

-მამიკო,ის ნაძირალა თუ ისევ დაბრუნდა,მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?

-პრინცესავ,დამშვიდდი-ყველაფერი კარგად იქნება-მითხრეს მაიკლმა და კალუმმა,მაგრამ მე ვერც ამჯერად ვმშვიდდებოდი-პირიქით-უწინდელზე მეტად ვუმატებდი ტირილს-ბოლოს კი,როცა ძალა გამომეცალა,თითქმის ჩამწყდარი ხმით დავიჩურჩულე:

-თუ ისევ ეცდება,რამე საშინელება ჩაიდინოს,ჩემი ხელით დავახრჩობ

-სემ,რა ჩაიფიქრე?-ერთხმად მკითხეს მაიკლმა და კალუმმა და შეშინებულებმა გადახედეს ერთმანეთს-თან გაურკვევლად ბუტბუტებდნენ რაღაცას

-ყველაფერი კარგად იქნება,ბიჭებო-შეგიძლიათ დამშვიდდეთ-ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ წავედი,მაგრამ მაიკლი მაშინვე დამეწია,შემაჩერა და შეშინებულმა მკითხა:

-პატარა პინგვინო,დარწმუნებული ხარ,რომ სწორად იქცევი?

არ ვიცი რატომ,მაგრამ მისმა შეკითხვამ ჩემზე საშინლად იმოქმედა-დაახლოებით ათი წუთი ვუყურებდი სახეაწითლებული და დოინჯშემორტყმული-ბოლოს კი,როგორც შემეძლო აუღელვებლად ვკითხე:

-მაიკლ,შენ რა-დამცინი? ფიქრობ,რომ იმ შეშლილს მარტო ვერ გავუმკლავდები?

-პატარა პინგვინო,ჩვენ უბრალოდ შენზე ვღელავთ და გვინდა,რომ დაგეხმაროთ-მითხრა კალუმმა,როგორც კი ჩემი და მაიკლის ლაპარაკი გაიგო

როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე ჩავახველე და როგორც შემეძლო აუღელვებლად ვუთხარი:

-კალუმ,შეგიძლია დამშვიდდე-ყველაფერი კარგად იქნება

-მაგრამ... ლუკმა თუ გაიგო,რომ...-ის ის იყო სათქმელი უნდა დაესრულებინა,რომ ჩავახველე,წარბები ავზიდე და ვუპასუხე:

-ლუკი ვერაფერს გაიგებს,მისტერ ჰუდ-ეს კი იმ შემთხვევაში,თუ მასთან ამაზე არც ერთი სიტყვა არ დაგცდებათ

დაახლოებით ათი წუთი იდგა ხმაამოუღებლად და თვალებს შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით-როგორც ჩანს იმის თქმას ცდილობდა,რომ სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა და ადრე თუ გვიან ლუკი ყველაფერს გაიგებდა,მაგრამ ამის ნაცვლად ნერვიულად ჩაახველა,გამიღიმა და მითხრა:

-როგორც იტყვი,პატარა პინგვინო-გპირდები,რომ ლუკი ამ საუბრის შესახებ ვერაფერს გაიგებს-ახლა კი მხოლოდ მაიკლის პასუხს ვუცდიდით-მაშინვე მას მივუბრუნდი და ვკითხე:

-მისტერ კლიფორდ,რას იტყვით?

ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს ვერაფერს ხვდებოდა,მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა თუ რაში იყო საქმე, ჩაახველა და გვითხრა:

-როგორც იტყვით-გპირდებით,რონ ლუკი ჩვენი დღევანდელი საუბრის შესახებ ვერაფერს გაიგებს.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now