ამის შემდეგ დიდხანს ვისხედით ჩუმად-ბოლოს კი წამოდგა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან
დიდხანს მეძინა,მაგრამ როგორც კი ვიღაცის ფეხის ხმა მომესმა,შეშინებული წამოვხტი და დავიჩურჩულე:
-ვინ არის?-ბოლოს კი,როცა თვალები გავახილე და იქვე წამომჯდარი და მომღიმარი ლუკი დავინახე,ვკითხე:
-გოლიათო,ყველაფერი რიგზეა?
არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ იჯდა და მიღიმოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი მზრუნველი ხმით მიპასუხა:
-ყველაფერი რიგზეა,დაიკო-უბრალოდ მინდოდა გამეგო,რაში იყო საქმე
ჩემი საყვარელი ძამიკო-ყოველთვის გვერდით მიდგას და ყველანაირი საფრთხისგან მიცავს-მე კი გამუდმებით იმედებს ვუცრუებ-ძალიან მეშინია მისთვის იმ ყველაფრის გამხელის,რაც ტყეში მოხდა-არ მინდა გაიგოს,რომ მისი ერთადერთი და შურისძიების წყურვილით იტანჯება-თანაც იმდენად,რომ მათი მშობლების მკვლელის გატაცება და მისი მოკვლა გადაწყვიტა.
დიდხანს ვიყავი ადგილს მიყინული და თვალებს შეშინებული ვაცეცებდი აქეთ-იქით-ბოლოს კი ნერვიულად ჩავახველე და ვუთხარი:
-ალბათ კალუმმა ყველაფერი გითხრათ
ძალიან დაიბნა,როცა ეს გაიგო-მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა,თუ რაში იყო საქმე,გამიღიმა,ცრემლები შემიმშრალა და მითხრა:
-დამშვიდდი,ძვირფასო-ყველაფერი კარგად იქნება
-შენ რა-ჩემზე საერთოდ არ ბრაზობ?-როგორც კი ეს ვკითხე,მაშინვე გიჟივით ახარხარდა-ბოლოს კი საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:
-სულაც არა,პატარა ქალბატონო.
დიდხანს იჯდა ისე,რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს-ბოლოს კი საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:
-პატარა პინგვინო,ჰაროლდი და ჯემა მოვიდნენ-შენი ნახვა უნდათ,მაგრამ თუ გინდა ვეტყვი,რომ ცუდად ხარ
როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე ტყვიანაკრავივით წამოვხტი და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიქეცი-თან მივაძახე:
-საჭირო არ არის,გოლიათო
როგორც კი მისაღებში ჩავედი და ჯემა და ჰარი დავინახე,მხიარულად შევძახე:
-ჰეი,ჯემ,ჰაროლდ,ყველაფერი რიგზეა? ასეთ დროს აქ რას აკეთებთ?
როგორც კი ჰარიმ ეს გაიგო,მაშინვე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა-ბოლოს კი გულში ჩამიკრა და ტირილით მითხრა:
-ძვირფასო,რომ იცოდე,როგორ შემეშინდა-ბიჭებმა მითხრეს,რომ შუაღამისას შენ და ნაილმა ის მანიაკი გაიტაცეთ-რატომ არ გამაფრთხილე?-შეგეძლო ჩემთვის ან ჯემასთვის გეთხოვა დახმარება
ისე რომ არაფერი მითქვამს,დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრული და ზურგსუკან ხელებწაღებული წავედი სავარძლისკენ-ბოლოს კი,როცა ისიც მოვიდა და ჯემას გვერდით დავსხედით,მძიმედ ამოვიხვნეშე და ვუთხარი:
-მაპატიე,ჰაროლდ-იმდენად ცუდად ვიყავი,რომ არც კი ვიცოდი,რა ჯანდაბას ვაკეთებდი
ჯემა დიდხანს იჯდა ისე,რომ არაფერი უთქვამს,მაგრამ ბოლოს შემომხედა და მზრუნველი ხმით მკითხა:
-სემ,ძვირფასო,ლუკისთვის და ეშისთვის არაფერი გითქვამს?
პასუხად მხოლოდ თავი გავაქნიე-ბოლოს კი ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე:
-ეშმა არ... არაფერი იცის-თუ გაიგო,რ... რომ ეს გავაკეთე,სამუდამოდ შევზიზღდები
-რას გულისხმობ,საყვარელო?-როგორც კი ეშტონის ხმა გავიგე,მაშინვე ადგილზე გავქვავდი-დიდხანს ხმას არ ვიღებდი,მაგრამ ბოლოს წამოვხტი და ატირებული გავიქეცი ჩემი ოთახისკენ-ისიც მაშინვე დამეწია,შემაჩერა და მკითხა:
-სემ,ჩემო ლამაზო,ყველაფერი რიგზეა? შეგიძლია მითხრა,რა დაგემართა?
დიდხანს ვუყურებდი ისე,რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს-მაგრამ ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე,სუსტად გავუღიმე და ვუპასუხე:
-მამიკო,მაპატიე,მაგრამ უნდა წავიდე-ვერასდროს იქნები ჩემნაირი მკვლელის გვერდით ბედნიერი-შემდეგ კი ხელი გავუშვი და გიჟივით გავიქეცი ჩემი ოთახისკენ.
YOU ARE READING
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...