"ლუკის გეგმის წარმატებით დასრულების მოლოდინში" თავი 25

34 1 0
                                    

როგორც კი ლუკმა ეს გაიგო,თანხმობის ნიშნად მაშინვე თავი დაუქნია-ბოლოს კი მითხრა:

-ეში მართალია,ძვირფასო-უმჯობესია სახლში დარჩე-გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე დავბრუნდებით-როგორც კი ეს გავიგე,მაშინვე მივუბრუნდი და ვკითხე:

-ლუკ,შენ რა-სულ გაგიჟდი?-ხომ მითხარი,რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდა?

როგორც კი მაიკლმა ეს გაიგო,მაშინვე ჩემთან მოვიდა,გულში ჩამიკრა და მითხრა:

-პატარა პინგვინო,ეში მართალია-არ გვინდა,რომ რამე დაგემართოს-გთხოვ,სახლში დარჩი.

ძალიან შეშინებული ვიყავი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა-ისე მოვიქეცი,როგორც მითხრა-როგორც კი წავიდნენ,ლიამი მაშინვე მოგვიბრუნდა და გვითხრა:

-იმედია ლუკის გეგმა გაამართლებს.

ძალიან შეშინებულები ვიყავით-ჰარი მთელი ერთი საათი ადგილს იყო მიყინული და თავჩახრილი გაურკვევლად ბუტბუტებდა რაღაცას,ჯემა კი მის დაწყნარებას ცდილობდა,მაგრამ უშედეგოდ-ლუი და ნაილი ბოლთის ცემით დადიოდნენ მთელ სახლში-რამდენიმე წუთში კი მოთმინებადაკარგული ჰარი წამოხტა და წამოიყვირა:

-მეტი აღარ შემიძლია-რამე უნდა მოვიფიქროთ,თორემ ის შეშლილი ლუკსაც და მაიკლსაც ნაკუწებად აქცევს!

-ჰარი,არც იოცნებო-აქედან ფეხს არ მოიცვლი-როგორც კი ჯემას ხმა გაიგო,მაშინვე მიუბრუნდა,დოინჯი შემოირტყა და ჰკითხა:

-ჯემა,გთხოვ,დამშვიდდი და მომეცი უფლება,ყველაფერს თავად მივხედო-ჩემი მეგობრები საფრთხეში არიან-როგორ ფიქრობ,ასე მშვიდად ვიჯდები და დავუცდი,როდის აქცევს ის შეშლილი მათ ნაკუწებად?

-ძმაო,მესმის,რომ ღელავ-უბრალოდ...-ის ის იყო,ლუის რაღაც უნდა ეთქვა,რომ კარი ნელ-ნელა გაიღო და ლუკმა საზეიმოდ შესძახა:

-გილოცავთ-ჩვენი ტანჯვა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა!

-ლ... ლუკ,რას გულისხმობ? სად არის მაიკლი?-ხმის კანკალით ჰკითხეს ნაილმა და ეშტონმა და ფეხზე ნელ-ნელა წამოდგნენ

სანამ ლუკი რამეს იტყოდა,მაიკლი ფეხაკრეფით შემოვიდა სახლში,ჩვენს წინ გაშეშდა და მას შემდეგ ასე გაუნძრევლად იდგა-ბოლოს კი ხელები ზურგსუკან წაიღო,ჩაახველა და გვკითხა:

-მზად ხართ ახალი ამბის გასაგებად?

ძალიან დავიბენით-დაახლოებით ათი წუთი ვერაფერს ვამბობდით,მაგრამ ბოლოს ლიამმა ენის ბორძიკით ჰკითხა:

-ძმაო,რ... რას გულისხმობ?

დიდხანს იდგა ჩუმად,მაგრამ ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა,ჩაახველა და გვითხრა:

-მე და ლუკმა ის ნაძირალა ისევ იმ საწყობში მივიყვანეთ,სადაც პირველად იყო,როცა მან და ეშმა გაიტაცეს-დავკითხეთ და თქვა,რომ მარტო არ მოქმედებდა-ეს ყველაფერი ვიღაცის ბრძანებით გააკეთა-ახლა კი უნდა გავიგოთ,თუ ვისი ხელი ურევია ამ საქმეში.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now