"მოგზაურობის დასაწყისი" თავი 14

52 1 0
                                    

მკვდარივით მეძინა,მომდევნო დღეს კი ლუკის ღიღინმა გამაღვიძა-ხტუნვა-ხტუნვით შემოვიდა ჩემს ოთახში,საწოლზე ჩამოჯდა და საზეიმოდ შესძახა:

-მის ჰემინგს,გაიღვიძეთ-დღეს ჩვენი მოგზაურობის პირველი დღეა!

მაშინვე გველნაკბენივით წამოვხტი და იქაურობას დამფრთხალმა მოვავლე თვალი-ბოლოს კი,როცა გონს მოვედი,შევხედე და სიცილით ვუთხარი:

-შე საზიზღარო,როგორ შემაშინე.

არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ იჯდა და გიჟივით ხარხარებდა-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დამშვიდდა,საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:

-მოემზადე,საყვარელო-თუ დროზე არ წავალთ,აეროპორტში დაგვაგვიანდება-ახლა კი წავალ და ბიჭებს გავაღვიძებ-ბოლოს კი წამოხტა და ღიღინ-ღიღინით გავიდა ოთახიდან

-დროებით,გოლიათო-სიცილით მივაძახე,წამოვხტი და ბარგის ჩალაგება დავიწყე-შემდეგ კი რის ვაივაგლახით გავიტანე მძიმე ჩემოდანი გარეთ და საბარგულში ჩავდე-ბოლოს კი,როცა ყველანი მანქანაში ჩავსხედით,აეროპორტისკენ გავეშურეთ.

დიდხანს დავდიოდით,როცა უეცრად გზაზე ვიღაც გადაგვიდგა-ლუკმა კი მაშინვე შეშინებულმა დაამუხრუჭა-თავიდან კარგად ვერ გავარჩიე,მაგრამ ბოლოს მივხვდი,რომ ეს ის შეშლილი იყო-გუშინ ციხიდან გაქცეულა და ისევ ჩვენს დაჭერას ცდილობდა-გამოუვიდა კიდეც

-ჯორჯ,სასწრაფოდ გადადი გზიდან!-დაუყვირა მაიკლმა,მაგრამ იმ მანიაკმა მის სიტყვებს ყურიც კი არ ათხოვა-პირიქით-ბოროტი დედაბერივით ჩაიხითხითა,მანქანასთან მოვიდა,კარი გააღო,ლუკს მკლავში ხელი ჩაავლო და ისე გადმოიყვანა-ბოლოს კი შუბლზე იარაღი მიაბჯინა და უთხრა:

-გეგონა დამიძვრებოდი,არაკაცო?-როგორც იქნა,ხელში ჩამივარდი და დღესვე მოგიღებ ბოლოს!

ძალიან შეშინებულები ვიყავით და არც კი ვიცოდით,რა უნდა გაგვეკეთებინა,მაგრამ ბოლოს გაცეცხლებული ეშტონი და მაიკლი მაშინვე გადავიდნენ მანქანიდან,მასთან მივიდნენ და უთხრეს:

-შე არაკაცო,ახლავე გაუშვი ლუკს ხელი,თორემ იცოდე,კარგი დღე არ დაგადგება

-ბიჭებო,შეჩერდით!-შევკივლე შეშინებულმა,მანქანიდან გადმოვედი,მათთან მივიჭერი,იმ მანიაკს იარაღი ხელიდან გამოვგლიჯე და სამივეს ვკითხე:

-კარგად ხართ?

-ძვირფასო,რომ იცოდე,როგორ შემეშინდა-არადა ჩემი ხელით ჩავაბარე ეს არაკაცი პოლიციას,მაგრამ არ მეგონა თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა-ტირილით მეუბნებოდა და მაგრად მეხუტებოდა-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დამშვიდდა,წამოვაყენე და მანქანისკენ წავიყვანე,მაგრამ მაიკლმა მაშინვე გაგვაჩარა და უთხრა:

-ძმაო,ახლა ძალიან ცუდად ხარ-მგონი უკეთესი იქნება თუ საჭესთან მე დავჯდები

დიდხანს იდგა ისე,რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს,მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა,რომ სხვა გზა არ ჰქონდა,გასაღები მისცა და უთხრა:

-როგორც იტყვი,მაიკი-ისიც კმაყოფილი სახით შებრუნდა და ღიღინ-ღიღინით წავიდა მანქანისკენ,ორ წუთში კი ჩვენც ფეხდაფეხ მივყევით-ბოლოს კი,როცა მანქანაში ჩავსხედით,აეროპორტისკენ გავეშურეთ.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя