"სასწაულებრივად გადარჩენილი" თავი 17

47 1 0
                                    

დიდხანს ვიცდიდით-ბოლოს კი,როცა მოსაღამოვდა და ლუკი პალატაში გადაიყვანეს,ბიჭებს ვუთხარი:

-ბიჭებო,წავალ,ლუკს ვნახავ-ალბათ უკვე გაიღვიძა

-სემ,ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ-როგორც კი კალუმმა ეს მითხრა,მაშინვე მივუბრუნდი,დოინჯი შემოვირტყი და თვალების ბრიალით ვუთხარი:

-საჭირო არ არის,კალუმ-რაც შეიძლება მალე უნდა ვნახო და ვკითხო,რა ჯანდაბას აკეთებდა იმ შეშლილთან ციხეში-უნდა გავარკვიო,მართლა მისი ნამოქმედარია თუ არა ეს ყველაფერი.

როცა მიხვდა,რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა,ფართოდ გამიღიმა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა-მეც ხმაამოუღებლად შევბრუნდი და ლუკის პალატისკენ გავწიე-როგორც კი შიგნით შევედი და ჩემი ფეხის ხმა გაიგო,თვალები ნელ-ნელა გაახილა და მისუსტებული ხმით იკითხა:

-ვინ არის?

-მე ვარ,ლუკ-ჩურჩულით ვუთხარი და მასთან ახლოს ჩამოვჯექი-როგორც კი ჩემი ხმა გაიგო,მაშინვე ხელი ჩამჭიდა,სუსტად გამიღიმა და მკითხა:

-პატარა პინგვინო,ასეთ დროს აქ რას აკეთებ?

-ყველაფერი რიგზეა,ლუკ-როგორც კი გავიგე,რომ დაგჭრეს,მაშინვე შენს მოსანახულებლად წამოვედი-ხომ დამპირდი,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და არაფერი მოგივიდოდა?-ჩურჩულით ვკითხე,თავი ხელებში ჩავრგე და ჩუმად ავტირდი-მან კი სუსტად გამიღიმა და მითხრა:

-ძვირფასო,დამშვიდდი და გთხოვ,მაპატიე,რომ ასე შეგაშინე-გთხოვ,აღარ იტირო.

-ჩემო საყვარელო,შენ რომ რამე მოგსვლოდა,თავს არ ვიცოცხლებდი-ხელს მაგრად ვუჭერდი და ისევ ისე ვტიროდი-ის კი ისევ მიღიმოდა და მეჩურჩულებოდა:

-დაიკო,დამშვიდდი-გპირდები,რომ ამჯერად ნამდვილად შევეშვები იმ შეშლილის დევნას

-ბიჭები გარეთ იცდიან-თუ გინდა,ვეტყვი,რომ უკვე გონს მოხვედი-წამოვდექი და გასვლა დავაპირე,როცა უეცრად პალატის კარი გაიღო,შიგნით ატირებული მაიკლი შემოვარდა,მასთან მიირბინა,მაგრად ჩაეხუტა და უთხრა:

-ძმაო,როგორ შეგვაშინე-იმედია უკეთ ხარ

-ყველაფერი კარგადაა,მაიკლ-ნუ ტირი-როგორც კი მისი ხმა გაიგო,მაშინვე მოშორდა,დოინჯი შემოირტყა,ჩაახველა და ჰკითხა:

-სულ გაგიჟდი? იცი როგორ შეგვეშინდა?-როგორც კი გავიგეთ,რომ დაგჭრეს,მაშინვე მივხვდით,რაშიც იყო საქმე-და მაინც,რა ჯანდაბას აკეთებდი ციხეში? რაზე გინდოდა იმ მანიაკთან ლაპარაკი?

როგორც კი ეს გაიგო,თავიდან შეშინებული მიეყინა ადგილს და თავი ჩაჰქინდრა,მაგრამ ბოლოს შემოგვხედა და გვითხრა:

-უბრალოდ იმის თქმა მინდოდა,რომ ჩვენთვის ერთხელ და სამუდამოდ დაენებებინა თავი-თუ ამას არ გააკეთებს,გაჩენის დღეს ვაწყევლინებ-ბოლოს კი მე შემომხედა,სუსტად გამიღიმა და მითხრა:

-სემ, ჩემო საყვარელო,გთხოვ,მაპატიე-გპირდები,რომ ამიერიდან უფრო ფრთხილად ვიქნები-ბოლოს კი მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:

-ძალიან მიყვარხარ,ჩემო ლამაზო პინგვინო.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin